‘ომი ერაყში არ იყო ამერიკის ეროვნული ინტერესი’

დეკემბერი 15, 2008

2002 წლის 26 სექტემბერს გაზეთ `The New York Times`-ში დაიბეჭდა საერთაშორისო ურთიერთობებში აღიარებული მკვლევარების შეფასება ერაყში ამერიკის მოსალოდნელ ომზე. საინტერესო იქნება, თუ სტუდენტები მას გაეცნობიან და პარალელებს გაავლებენ თანამედროვეობასთან. გთავაზობთ მის თარგმანს (ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ საიტზე: (http://www.bear-left.com/archive/2002/0926oped.html):

როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ომი ზოგჯერ საჭიროა ეროვნული და სხვა მნიშვნელოვანი ინტერესების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ სადამ ჰუსეინი არის ტირანი და რომ ერაყმა დაარღვია გაეროს რამდენიმე რეზოლუცია. მაგრამ სამხედრო ძალები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს გააძალიერებს. ერაყში ომი კი ამას ვერ შეძლებს.
* სადამ ჰუსეინი არის სისხლიანი დესპოტი, მაგარმ ვერავინ შეძლო ნამდვილად სანდო საბუთების წარმოდგენს, რომელიც ადასტურებს მის ალქაიდასთან თანამშრომლობას;
* სადამ ჰუსეინს ბირთვული იარაღიც რომ ჰქონდეს, მის გამოყენებას ვერ შეძლებს, რადგან ამერიკის ან ისრაელის საპასუხო ცეცხლის მსხვერპლი გახდება;
* ბუშის პირველმა ადმინისტრაციამ 1991 წელს არ სცადა ერაყის დაპყრობა, რადგან ესმოდა, რომ ამით მათ შეეძლოთ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია მთელს ახლო აღმოსავლეთში და დამუქრებოდნენ აშშ-ს ინტერესებს. ეს კავშირი ამჟამადაც რეალურია;
* აშშ-მა თუნდაც მოიგოს ომი ერაყის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელს თავისი სამხედრო პოტენციალიდან და ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე (ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი, ქალაქში ბრძოლები) შეუძლია დამყრობელ ძალებსა და მეზობელ ქვეყნებს მნიშვნელოვანი დანახარჯები, ზარალი მიაყენოს;
* თუნდაც ადვილად მოვიგოთ, ჩვენ არ გვაქვს რაიმე კარგი, საიმედო უკან გამოსვლის სტრატეგია. ერაყი ძალიან დაყოფილი, დანაწევრებული საზოგადოებაა. იმისათვის, რომ გავხადოთ იგი სანდო და მტკიცე ქვეყანა, აშშ-მა იგი უნდა დაიპროს და, რაც მთავარია, მართოს მრავალი წლის მანძილზე;
* ალქაიდა უფრო მეტ საშიშროებას უქმნის აშშ-ს, ვიდრე ერაყი. ერაყის წინააღმდეგ ომი, რესურსებისა და ყურადღების მასზე გადატანით და მსოფლიოში ანტიამერიკანიზმის გაზრდით, დაასუსტებს ალქაიდას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

აშშ-მა ფხიზლად უნდა გააგრძელოს ერაყის შეკავება (გაეროში ჩვენი რესურსებითა და აქტებით) და მოემზადოს ერაყის დასაპყრობად მხოლოდ მაშინ, თუ იგი პირდაპირ დაემუქრება ამერიკას ან მის მოკავშირეებს მათზე თავდასხმით. ამ შემთხვევაში ეს მუქარა არ არსებობს. ასე რომ, ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ალქაიდას დამარცხებაზე.

ეს არის იმ მკვლევართა მოკლე სია, რომლებიც ხელს აწერენ ამ ტექტს: რობერტ არტი – ბრანდეის უნივერსიტეტი, რიჩარდ ბეტსი, რობერტ ჯერვისი და კენეთ უოლცი – კოლუმბიის უნივერსიტეტი, ჩარლს გლაზერი და ჯონ მერშაიმერი – ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ალექსანდერ ჯორჯი – სტენფორდის უნივერსიტეტი, სტივენ მილერი და სტეფან ვოლტი – ჰარვარდის უნივერსიტეტი.


გაცვლითი პროგრამები

დეკემბერი 12, 2008

მოკლე და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტის სრულყოფას, მისი ზოგადი და პროფესიული განათლების ამაღლებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, იგი საუნივერსიტეტო ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
სტუდენტებისთვის ასეთი პროგრამების შეთავაზებას უნივერსიტეტები, როგორც წესი, თავად უზრუნველყოფენ ხოლმე. გაცვლითი პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3-4 წელია აქტიურად მიმდინარეობს. მასში სემესტრში დაახლოებით 60 სტუდენტი იღებს მონაწილეობას. მათი რიცხვი ყოველწლიურად რამდენიმე ათეულით იზრდება. უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე თსუ რამდენიმე ათეულ სტუდენტს გზავნის საზღვარგარეთ სასწავლებლად, მათ შორის ყველაზე მეტს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განათლება მიიღონ გერმანიას, იტალიას, ჩეხეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. აღნიშნული პროგრამები ეხება ბაკალავრიატის II და III კურსის სტუდენტებს იურიდიული, ჰუმანიტარული და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტიდან. ERASMUS-ის პროგრამა ეხება ასევე ეკონომიკის და სხვა ფაკულტეტებს.
შემფასებელთა საბოლოო გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დოკუმენტები – აკადემიური მოსწრების ფურცელი და მოტივაციის წერილი. მნიშვნელოვანია ასევე გასაუბრება. პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით რჩევა ვკითხეთ ლატვიის უნივერსიტეტში 2006-2007 სასწავლო წლების საგაზაფხულო სემესტრის გაცვლითი პროგრამის მონაწილეს მიხეილ ბასილაიას: `მნიშვნელოვანია, რომ მოტივაციის წერილზე ფიქრი სტუდენტებმა ადრევე დაიწყონ, ინტერნეტში მოიძიონ მისი სტრუქტურა, მნიშვნელოვანი ასპექტები. ასევე ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ გაართმევენ თავს გასაუბრებას. უმჯობესია, გაცვეთილ და სტანდარტულ ფრაზებს თავი აარიდონ. კარგია, თუ არა მარტო უპასუხებენ შეკითხვებს, არამედ ცოტას განავრცობ კიდეც. თუ ერთხელ ვერ გაიმარჯვე, არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია. პირველი ცდიდან მხოლოდ 5-7% აღწევს წარმატებას გაცვლით პროგრამებში.’
გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამების გარდა, არანაკლებ პოპულარულია მოკლევადიანი პროგრამები, კონფერენციები, სტუდენტური ფესტივალები და ა.შ. მათგან აღსანიშნავია გაეროს სიმულაციები, მოდელირებები (ე.წ. ‘MUN’), რომლებსაც მსოფლიოს ასობით უნივერსიტეტი გვთავაზობს (www.hnmun.org; http://www.sofimun.org; http://www.milmun.wik.is; http://www.gimun.org; http://www.zagimun.org; http://www.nmun.org). საკმარისი ცოდნა, აქტიურობა, დიპლომატიის ელემენტარული უნარი და საშუალება გექნებათ, ფაქტობრივად, მსოფლიოს პატარა მოდელის წევრი გახდეთ. ამგვარი კონფერენციებიდან აღსანიშნავია ჰარვარდის, ჟენევის, ნიუ-ორკის, ჩიკაგოს, სოფიას და სხვათა სიმულაციები. მსგავსი ტიპის მოდელირებები იმართება ასევე ევროკავშირის, ეუთოს, არაბული ლიგის და სხვა ორგანიზაციების მასშტაბით. ასევე საინტერესოა სტუდენტური ფესტივალები, სადაც მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. ‘ვორქშოპების’ სტილით, ხდება სხვადასხვა თემატიკის განხილვა, იდეების გაზიარება. მათგან უდიდესი ფესტივალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება ტრონდჰეიმში, Read the rest of this entry »


ქართული ვირტუალური სოციალური ქსელის მნიშვნელობა

ნოემბერი 19, 2008

ახლახანს გაიხსნა ქართული ვირტუალური სოციალურ ქსელი http://samegobro.ge/ , რომელიც ჯერჯერობით ბეტა ტესტირების რეჟიმშია, თუმცა იმედი მაქვს, მისი განვითარება არ შეფერხდება.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეგობრის კრიტიკულ სტატიას წავაწყდი რუსულ სოციალურ ქსელ ‘ოდნოკლასნიკზე,’ რომელიც საქართველოში იმდენად პოპულარულია, რომ , მისი ხათრით, რამის ბრეჟნევიც დააბრუნონ… ჩემი პირველი რეაქცია იყო ის, რომ ეს ყველაფერი კულტურულ კაპიტალს უკავშირდება: ენა/ენობრივი კაპიტალი ქმნის იერარქიის გარკვეულ დონეს და პირიქით, შესაბამისად, მისი ძალაუფლების მიზნებისთვის გამოყენება ეფექტურად შეიძლება. ‘ოდნოკლასნიკი.რუ’-ც, იმპლიციტურად თუ შეგნებულად, სწორედ ამას ემსახურება.

ყოველთვის ვამაყობ, რომ საქართველოში რუსული ენის გავლენამ ისეთი კატასტროფული მასშტაბები არ მიიღო, როგორც აზერბაიჯანში და შუა აზიის რესპუბლიკებში. ამას წინათ, უკრაინელი ბენდერი შემხვდა, რომელიც ვერაფრით ვერ ავალაპარაკე რუსულად; რუსულ ენაზე, უბრალოდ, კატეგორიული უარი განაცხადა … ყოველთვის ვამაყობ იმით, რომ რუსებს საქართველოში კულტურული ანექსია არ გამოუვიდათ, სახელმწიფო და საეკლესიო განძის განადგურების, ფრესკების გადაღებვის და სხვა ვანდალიზმების მიუხედავად.

დრო იცვლება და მასთან ერთად იცვლება კომუნიკაციის საშუალებები: ადრე თუ პირველი ქართულენოვანი გაზეთის დაარსება ერის გამარჯვებად მიიჩნეოდა (თუ არ ვცდები, პირველი ქართული გაზეთი/ჟურნალი გიორგი ერისთავმა გამოსცა), დღეს უკვე აღნიშვნის ღირსი ქართული ვირტუალური სოციალური ქსელის გაშვება ხდება. გლობალურ ან რეგიონალურ მასშტაბებზე, რუსეთისგან განსხვავებით, პრეტენზია არც გვაქვს, მაგრამ 4 მილიონიანი ერისთვის საკუთარი კულტურული იდენტობის შენარჩუნება გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე რუსული იმპერიისთვის ხანტა მანსიაში გახსნილი რუსულენოვანი სტამბა.

ენის შენარჩუნებას და კულტურულ კაპიტალს რომ თავი დავანებოთ, სოციალური კავშირების გამყარება საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის უმთავრესი ინდიკატორია. ტრადიციულ საზოგადოებებში, რომლებშიც ფეოდალურ ან ურბანულ-კრიმინალურ აზროვნებას ჯერ კიდევ მყარად აქვს ფესვები გადგმული, სოციალური კავშირები, ძირითადად, კორუფციასთან, ქრთამთან, ნეპოტიზმთან და კლანურ მმართველობასთან ასოცირდება. სრულებით განსხვავებული სურათის მომსწრე გავხდი დღეს, როცა ადგილობრივ Rotary Club-ში საქართველოზე პატარა პრეზენტაცია წარმოვადგინე. სანამ კათედრასთან მიხმობდნენ, კლუბის პრეზიდენტმა მოკლედ ჩამოაყალიბა გასული თვის აქტივობები და შემდეგ მომავლის პროექტების მიმოხილვაზე გადავიდა. ყველაზე საოცარი ჩემთვის კრების დასაწყისი აღმოჩნდა, როცა ოცდამეერთე საუკუნის ადამიანები, მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისური სატვირთო გემით ჩამოსული პილიგრიმებივით, ჩემთვის სრულიად გაუგებარ დევიზს იმეორებდნენ, სავარაუდოდ, კლუბის კრედოდან ამოღებულ ნაწყვეტს. პრეზიდენტის საუბრის სტილი გამოირჩეოდა იმით, რომ იყო ზედმეტად ინტერაქციული, ანუ ყველა ახალ პროექტზე, კლუბის წევრებს აძლებდა უფლებას, რომ მოკლე დახასიათებები მიეცათ. როგორც ჩანს, თითოეული პროგრამას თავისი კოორდინატორი და მთავარი დამფინანსებელი ჰყავს. ერთი სიტყვით, ბიზნესმენების და პროფესიონალების კლუბი გარეგნულად ფუნქციონებდა ისე, როგორც შუა საუკუნეების მონასტერი. რაინდებისა და ჯვაროსნების ხანაში, საზოგადოებამ კარგად იცოდა, თუ რა სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა მონასტერს, რომლის მოდელზეც შემდეგ რაინდური ორდენები ყალიბდებოდა. საქართველოში მონასტრების სოციალურ როლზე მეტყველებს ‘გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება,’ სადაც ქვეყნის აყვავება პირდაპირ სამონასტრო ცხოვრების გაღვვივებასთან არის დაკავშირებული . შუა საუკუნეები დიდი ხანია, რაც უკან მოვიტოვეთ, თუმცა გარკვეულმა მოდელებმა ტრანსფორმაცია განიცადა და უკვე პოსტ-ინდუსტრიულ დასავლურ საზოგადოებაში თავისი ადგილი და ფუნქცია მონახა. სახელმწიფოს მიერ შემოსავლების რედისტრიბუციის ნაცვლად, ანგლო-ამერიკულ სამყაროში, მსგავსი ხასიათის საქველმოქმედო ორგანიაციები კაპიტალისტური სისტემის მორალურ მსახურს წარმოადგენს.

რატომ მოვყევი ამდენი შუა საუკუნეების მონასტრებსა და ოცდამეერთე საუკუნის Rotary Club-ზე? მინდა, ვაჩვენო, თუ როგორ იცვლება სოციალური ინსტიტუტები იმ გარემოების მიხედვით, თუ რა სჭირდება საზოგადოებას ჯანსაღი არსებობისთვის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შუა საუკუნეების მონასტერი თანამედროვე ბიზნეს კლუბის წინაპარია, ვინ იცის, იქნებ ასი წლის მერე, ქართული ვირტუალური სოციალური ქსელი პირველი ქართული კიბერ სამყაროს წინაპრად მიიჩნიონ… იმედია, განვითარებაში ისევ ხელი არ შეგვეშლება და მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს ადეკვატურად მივყვებით . ამ პროცესში კი ალბათ ჩვენც შევიტანთ მოკრძალებულ, შეიძლება, მნიშვნელოვან წვლილსაც კი. ყველაფერს კონკურენცია გვანახვებს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ვირტუალური სოციალური ქსელის http://www.samegobro.ge -ის ავტორებს ამ იმედისმომცემი პროექტის გაშვებას და იმედი მაქვს, რომ ქართული ვირტუალური საზოგადოება უფრო ძლიერი და ცხოველმოქმედი (რამდენჯერმე ვცადე ტექსტში ეს სიტყვა თავიდან ამეცილებინა, მაგრამ მშვენივრად გამოხატავს სათქმელს, ლიშთოთა არქაიზმების გამოყენებაში თუ არ დამდებს ბრალს…) გახდება.


A Great Challenge to American Foreign Policy

ნოემბერი 15, 2008

America should not allow autocracies to strengthen their positions on the international scene
On November 5, the day after the U.S. presidential election, the Russian president Dmitry Medvedev made a speech in which he announced the possible deployment of Iskander missile-system to neutralize threats coming from the establishment of the American anti-missile shield. A new, post-cold war friction is driven by autocratic forces which find themselves in a proper position to counterbalance ideological trends that stem from the hegemonic stance of the United States.
The hope that after the collapse of the Soviet Union ideological confrontations will come to an end seems to be already lost and the nascent Russian power tends to be a very good example of this assumption. It was not a coincidence that the Russian president announced his new plans on the day after the American elections. The whole world viewed the U.S. election as the decisive moment for the new international order.
Barack Obama’s troop withdrawal plan was widely regarded by the American neoconservatives and realists as a dangerous message to autocratic rulers of the Middle East and a possible signal of American waning power to the enemies. At a glance, this logic seems to be superficial and trivial: for the political rivals of the United States the concession means weakness and the acknowledgment of the multicultural, not universalistic or democratic worldview. But the argument does not lack rationality and must be brought under careful examination. After the end of the Cold War era the notion of “the end of history” was in vogue and the emerging post-Soviet or Chinese liberalism gave a hope of political convergence. During the early years of its post-Soviet existence, Russia tended to adopt the Western political and economic model, but after a certain time it seemed less and less feasible. In the Russian vocabulary, multiculturalism acquired a new meaning as it was applied to the idea of sovereignty which ignored the role of the “International Community.” Western analysts often pointed out the importance of the Helsinki Accords and emphasized Russian commitments to human rights and civil liberties, but Russian leaders did not really embrace the terms, especially when it came to political pluralism and civil society. Choosing the appropriate form of governance is a domestic matter and the international community has nothing to do with this fundamental right. Unfortunately, newly defined autocracies manipulate the Westphalian world order in this way.
The launch of the U.S large-scale military invasion against sovereign Iraq and the toppling of the government of Saddam Hussein had a powerful effect. By largely ignoring the position and opinion of the other NATO members, the United States took a military action and that fueled brewing controversies about the nature of the emerging world order. The tensions escalated after the famous events of August 8 2008, when Russia exceeded the limits of the idea of sovereignty by surging its troops into the territory of Georgia. The traditional rhetoric of autocratic post Cold-War states now revealed the hidden aspects of its quasi ideological dissent.
It is now quite obvious that ideological controversies were never vanquished by the democratic forces even when they showed rare unity and made joint NATO missions in Afghanistan and Serbia. Russia and China looked at those wars with great suspicion as they had their own examples of the Western foreign policy approach showing its bad side by blaming the famous events of the Tiananmen Square or prodding peaceful revolutions in Georgia, Ukraine and Kirgizstan. These growing grievances probably culminated after the recognition of Kosovo by the United States and the West. Russia and China evolved as great powers with stringent political repression and economic liberalization. At the same time, Western democracies unfolded their traditional strategy of economic globalization and hoped for subsequent ideological and political changes. Unfortunately, the latter never happened; on the contrary, autocracies tightened their grip and were encouraged to concentrate even more power in their hands. Especially in the Russian case, Putin’s government came to guarantee the stability and ensure the economic development contingent on the political stability.
The people of Russia, China and Iran do not seem to actively oppose their governments as they associate the autocracy with economic growth and stability. The autocratic rulers, for their part, confirm respectable status by achievements in foreign and economic policy.
Traditional method used by the Clinton and Bush administrations treated autocratic governments in rather benign manner, gradually reducing the number of complaints about the poor performance of their emerging democratic systems. At the end of his tenure, Clinton even allowed resurgent clan of former KGB members to wield the power. And subsequently, the Russian intelligence officers excluded and banished all political rivals and continued to tread the path towards unfettered autocratic rule. The tendency was also sustained by the European Union, which allowed Putin to advance his goals and intensify trade relations with the European countries. The utopian policy of some European leaders went even further, when they tried to find new ways of receiving Russian gas which made them far more dependent on it. European approach seemed to be more complicated as it tried to reconcile the emerging supranational European policy with geopolitical appeasements to the Russians. Despite its contradictory aspects, for some time, this policy made significant benefits that were brought by the trade agreements and specific economic relationships.
The situation changed after August 8, 2008, when Russia demonstrated its resurgent ambitions by violating the principle of sovereignty with which it used to manipulate. It was said that Medvedev and Putin even assumed to take the capital of Georgia and topple the regime, as the USA did in Iraq. Russian plans also threatened Ukraine, the country which made its steps towards the West after the peaceful revolution of 2004, so this brought unprecedented, but predictable agenda before the EU. The immediate action taken by the President of France, brokered peace agreement between Georgia and Russia, but the ongoing tensions remain problematic for the next president of the United States.
When we try to expose the major argument for the containment policy, three aspects are especially important: the first is the specific nature of the twenty-first century’s autocratic great powers, which can be regarded as a source of quasi ideological confrontations (we use the term “quasi” to refer to the specific nature of autocratic governments, as opposed to totalitarian ones), the second aspect has to do with the failure of Western foreign policy, especially of that of the EU, and the third is closely related to the outlines of the new American approach which is more likely to be perceived as weaknesses after the first two aspects are taken into account.
The victory of the Democratic candidate should not be regarded as the failure of the idea of “international community” which allows the rogue states to reassert their influence over neighboring countries and expand to more dangerous positions. By allowing Russia to enjoy its resurgent power, the USA could even lose its influence over other strategic regions, like newly liberalized India. On the other hand, China’s growing influence and the rising discontent over the Global crisis cause new threats for Democratic president, who will face the real challenge during the first years of his presidency as, at first, it will take some time to restore active political ties with the European states, in the period of growing nationalism. Besides, Russia already took its first steps by announcing the possible deployment of Iskander missiles and proposing the extension of the president’s term by two years.

Giorgi Tskhadaia, November 15


ადამიანის გაუჩინარება (პირველი ნაწილი. ეთნიკურობა)

ნოემბერი 10, 2008

ბევრჯერ თქმულა და დაწერილა თანამედროვეობის სხვადასხვა კრიზისულ ფორმებსა და მისწრაფებებზე, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაკლდა ის, რაც ყველაზე მეტად მაღელვებს_ ადამიანი. ამიტომ, როდესაც გადავწყვიტე, რომ ამ საკითხზე დამეწერა, უფრო თვითრეფლექიიას მივმართე. ვფიქრობ, ესე უფრო მარტივად შევძლებ, პრობლემები სხვების აღქმამდე მივიტანო.
თუ ადრე ეგონათ, რომ ღმერთი მოკვდა და სამყაროს სრულ ბატონ-პატრონად მხოლოდ ადამიანიღა დარჩა, ახლა უფრო სახიფათო და დესტრუქციული მოვლენის მომსწრენი გავხდით_ ვეღარ ვხედავთ თავად ადამიანს. ამის გააზრება თავიდან ძალიან მიჭირდა , რადგან, პრინციპში, არც ვიცოდი, თუ ესე ვფიქრობდი…უფრო სწორედ, ალბათ ამ ამბავს ძალიან ზერელედ ვუყურებდი და მის გავლენას საკუთარ თავზე ვერ ვგრძნობდი. რიტორიკა ‘ავტორის სიკვდილზე,’ სამწუხაროდ, ისეთივე ‘რეალურია,’ როგორც მისი უშუალო შედეგი _ შეტევა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე, 2001 წლის 11 სექტემბერი….ეს უკანასკნელი, გლობალურ ტერორიზმთან ერთად, ადამიანური იდენტობის გადარჩენის ყველაზე ტრაგიკული მცდელობაა (შენიშვნა: ვითვალისწინებ თემის სპეციფიკურ შინაარსს და აქვე განვმარტავ ამ ფრაზას, გაურკვევლობები რომ არ გამოიწვიოს. იგულისხმება ეთნიკური იდენტობის გადარჩენა /ანუ იმ ტრადიციული ფორმების, რომლებიც აქამდე ადამიანის არსებას შეადგენდა/ და საბაზრო ეკონომიკის თვალსაჩინო სიმბოლოს წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი ბარბაროსობა, რომელიც ეპოქის ტრაგედიის მთავარი ნიშანია. დაახლოებით ის, რასაც ჰანტიგტონი ‘ცივილიზაციათა შეჯახებას’ ეძახის.). ცნობილია, რომ საბაზრო ურთიერთობები შლის ტრადიციულ სოციალურ კავშირებს და იწყებს ახალი კავშირების გამყარებას, და თანაც, გლობალიზაციის პროცესში, ეს ყველაფერი იმდენად გამჭვირვალე და მოულოდნელია, რომ თვალის დახუჭვასაც კი ვეღარ ასწრებ. 11 სექტემბრის ტერორისტები ჰგვანან ადამიანებს, რომლებსაც ეგონათ, რომ დედამიწა ბრტყელია, მაგრამ ერთხელ ინტერნეტში Google Earth ნახეს და შეეშინდათ… ადრე, როცა მაგელანმა ჩვენს პლანეტას შემოუარა და მისი სიმგვალე დაამტკიცა, ადამიანების უმრავლესობას სოფლის მღვდლის უფრო სჯეროდა, ვიდრე ვიღაც საეჭვო კაცის, რომლის ისტორიის მთელი ირონია ის არის, რომ, ფაქტობრივად, იგი იქამდე დაიღუპა, ვიდრე ესპანეთამდე ჩააღწევდა; წარმოგიდგენიათ? თავად მაგელანიც კი ვერ დარწუნდა იმაში, რაზეც მერე წიგნებში წერდნენ. ყველაფერი კი დამთავრდა მაშინ, როდესაც გაგარინმა ამ მენტალურ დავასაც წერტილი დაუსვა და ყველას დააჯერა, რომ დედამიწა მართლა მრგვალია. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლური დასაწყისია იმის, რაზეც ვწერ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს გარემოება ჩვენს სოციალურ იმაჯინაციას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე ფანტაზიებს თოვლის დედოფალზე.
რა კავშირშია სოციალური იმაჯინაცია გაგარინთან? საბჭოთა კოსმონავტი დადგა გარდაუვალი რეალობის წინაშე, თავისი თვალით დაინახა იმის საერთო სურათი , რაც ადრე მყარი და შეუვალი მოცემულობა იყო. სიმბოლურია ისიც, რომ ლეგენდარულ გაგარინს, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შემდეგ, ფსიქოლოგიური პრობლემები აღარ ასვენებდა… ბოლოს კი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. დაახლოებით ისე, როგორც თერთმეტი სექტემბრის ტერორისტები. ეს, უბრალოდ, სახალისო დამთხვევებია, მაგრამ ყველაფრის მიზეზი მაინც ულმობელი თანამედროვეობაა.
ადამიანის გაუჩინარება დაიწყო გაგარინიდან და გრძელდება კომუნიკაციის ულტრათანამედროვე საშუალებების ხანაში. ფაქტია, რომ გარკვეულმა პროცესებმა გვიბიძგეს, ჩაგვერთო სოციალური რადარი. ეს უკანასკნელი კი არანაკლებ საშიშია, ვიდრე აშშ-ს მიერ პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო სისტემების და რადარების შესაძლო განთავსება… საშიშია იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებისთვისაც თანამედროვეობა კატასტროფულად მტკივნეული და დესტრუქციულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთის დღევანდელი იმპერია თანამედროვეობის ისეთივე უშუალო პროდუქტია, როგორც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჯერ კიდევ ფსევდო პოსტ-რასობრივი სამყაროს ახალი სიმბოლო. მეორე მხარეს კი დგას ტრადიციული კონსერვატორული პასუხი, რომელზეც ამ მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, როდესაც 80-იანი წლების ირან-რეიგან-თეტჩერის ეპოქას და შესაძლო გაგრძელებებს განვიხილავთ. რესპუბლიკელი კანდიდატის, ჯონ მაკკეინისთვის თანამედროვეობით შოკირებული ადამიანების ანესთეზიის ერთადერთი საშუალება ტრადიციული კონტროლის გამყარება და ამავე დროს, საბაზრო მექანიზმების თავის ნებაზე მიშვებაა. ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ფილოსოფია ზომიერი და, ამავე დროს, მიმდინარე პროცესების მხარდამჭერია. ეს უფრო იმპლიციტურ დონეზე მუშაობს, ვიდრე ბინ ლადენის გამოსვლები, მაგრამ ჩემნაირი რადიკალი ლიბერტარიანელისთვის, ამერიკული სტრატეგია უფრო რაციონალური და მოქნილია, ვიდრე ეკონომიკური და სოციალური, ანუ ორმაგი ინდივიდუალიზმის შიშველი გამოცხადება. სწორედ ამ უკანასკნელის დემონსტრირებას ვაპირებ, იმიტომ, რომ იდეოლოგიური მარწუხებისგან დროებით მაინც თავისუფალი და დამოუკიდებელი ვარ.
თანამედროვე სამყაროს ყველაზე დიდი პრობლემა ეთნიკურობის და ნაციონალიზმის პრობლემებს უკავშირდება. 80-იან წლებში ევროპარლამენტარები ე.წ. ‘ნიანგის კლუბში’ იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ გაექროთ ნაციონალიზმი. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ევროკავშირმა მაასტრიხტის შელშეკრულებით, ყველაზე რადიკალური წერტილისკენ მოძრაობა სრული სვლით განაგრძო. 2008 წლის 8 აგვისტოს კი გაგიჟებული იმპერიის მიერ პატარა საქართველოს დაჩაგვრა მთელი მსოფლიოსთვის უპრეცედენტო გამოწვევად იქცა, როგორც ჯორჯ ფრიდმანი სამართლიანად აღნიშნავს, ‘დოუ ჯონსის’ კრიზისთან ერთად, 8 აგვისტომ კვლავ აქტუალური გახადა ზერელედ მივიწყებული იდეა _ ერი-სახელმწიფო. საოცარია, მაგრამ ვერავინ ამჩნევდა აშკარა კონტროვერსიას_ აქამდე ერთმანეთის პირისპირ იდგა ორი მოდერნული იდეა: ეთნიკური თვითგამორკვევა და ერი-სახელმწიფო. ვერავინ ამჩნევდა, რომ თურქეთის მთავრობის მიერ ქურთული სეპარატიზმის ჩახშობა, ან რუსეთის მიერ ჩეჩნეთში განხორციელებული მასობრივი მკვლელობები ამ ორი რადიკალურად განსხვავებული იდეის საშინელი, თუმცა აუცილებელი რეპრეზენტაცია იყო. ევროკავშირს ხშირად ერთადერთ პოსტმოდერნულ პოლიტიკურ ფორმას უწოდებდნენ, თუმცა უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააძლიერა აშშ-ს იდეა, ქვეყნის, რომელმაც ეთნიკური პრობლემები უკვე დაამარცხა, ახლა კი ძალას იკრებს და მოდერნის ბოლო ნაშთს_ რასასაც უტევს. 4 ნოემბერს ამერიკამ მთელს მსოფლიოს დაანახვა, რომ ჯერ კიდევ შესწევს ძალა იყოს პროგრესის ერთადერთი ფლაგმანი.
ნაციონალიზმის იდეა სათავეს საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან იღებს, რომელსაც მოჰყვა ევროპაში ყველაზე დიდი, ნაპოლეონის არმიის შექმნა და დანარჩენი მსოფლიოს დამორჩილების წარუმატებელი მცდელობა. ეს, შეიძლება ითქვას, რომ გერმანული ნაციზმის პრეისტორიაა. მეორე გარდატეხა განხორციელდა 1917 წელს, როდესაც ‘ავანგარდული’ პარტიის მესვეურებმა დაამხეს ფეოდალი და გამოაცხადეს, რომ ძალაუფლებას ხალხს (პროლეტარიატს) ანიჭებდნენ. ორივე შემთხვევაში, მოხდა ძალაუფლების გადაცემა, რომელსაც მოჰყვა იმპერიის შექმნა და იდენტობების რადიკალური ცვლილება. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის შემთხვევაში, მასების გააქტიურებამ ბუნებრივად გამოიწვია ნაციონალიზმის დანერგვაც და შედეგად მივიღეთ განსაკუთრებით მაღალი ეროვნული მგრძნობელობა, არა მხოლოდ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, არამედ პატარა ავტონომიურ ოლქებშიც კი, ისეთში, როგორიც აფხაზეთი, ოსეთი, ჩეჩნეთი და კოსოვოა. აქედან დასკვნა: ერი-სახელმწიფოს შექმნამ მსოფლიოს გაუჩინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გადაუჭრელი პრობლემა_ ნაციონალიზმი და ეროვნული თვითგამორკვევა. თუმცა საფრანგეთის დიდი რევოლუციის პარალელურად მიმდინარეობდა პროცესი, რომელმაც შემდგომ შეიძინა მსოფლიოს შეცვლის არნახული პოტენციალი_ იქმნებოდა ამერიკის შეერთებული შტატები, ერთობა, რომელიც, თანდათანობით, ამკვიდრებდა იდენტობის სრულიად ახალ ფორმას. ამერიკის შემთხვევაში, მოხდა იქამდე არნახული ტრანსფორმაცია_ევროპიდან ახლადგამოჩეკილი ნაციონალისტები ჩადიოდნენ ახალ მიწაზე და ისევე სწრაფად კარგავდნენ იდენტობას, როგორც ცოტა ხნის წინ შეიძინეს. ახალი სახელმწიფოს დევიზი გახდა ადამიანის უფლებები და ინდივიდუალიზმი, ეთნიკური ძირების სრული უგულებელყოფით. შესაბამისად, ამას მოჰყვა მსოფლიოში უნიკალური პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბება, რამაც თანამედროვე ამერიკამდე მიგვიყვანა. ამერიკაში ჩამოდიოდნენ ევროპელი ემიგრანტები, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, გადარჩენის ერთადერთი გზა ეთნიკური კავშირების გარღვევა და სოციალური მობილობა იყო. ისინი ხდებოდნენ ამერიკელები. ევროპული ნაციონალიზმისგან განსხვავებით, ამერიკაში არ სჯეროდათ ისტორიის, ენის და კულტურული ერთიანობის; სჯეროდათ მხოლოდ ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების. მეორე თაობის ემიგრანტი კალიფორნელიისთვის არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმისა, რომ ნაციონალიზმზე ეფიქრა. მან იცოდა, რომ ნაციიდ ჩამოყალიბების ერთადერთი პირობა ადამიანური შეთანხმება იყო. ამერიკელს თითქოს არ აწუხებდა არც ნაცისტი გერმანელის და არც რუსი პროლეტარის პრობლემები, რადგან იგი უკვე ხედავდა იმას, რაც გაგარინმა 1961 წელს დაინახვა_ გიგანტურ კონსტრუქციას, რომელშიც ვცხოვრობთ. ამერიკელი ხედავდა საზოგადოებას და მის ძალას, თუ როგორ იქმნება იდენტობა და როგორ ხდება მისი ტრანსფორმირება, მაგრამ იგი მაინც ჯიუტად აგრძელებდა ძველი ფორმების დაცვას… ცვლილებები დაიწყო 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტით, რომელიც ჯონ ფიტჯერალდ კენედიმ მარტინ ლუთერ კინგის და სხვა სამოქალაქო აქტივისტების მოღვაწეობის შედეგად ამერიკას წარუდგინა. ერთმანეთის ჯაჭვის რეაქციით მიჰყვა ფემინიზმი, ანტირასიზმი და ის პოსტმატერიალური ღირებულებები, რომელიც დასავლეთმა აქტუალური გახადა.2008 წელს კი ერთდროულად იფეთქა თანამედროვეობის ლოგიკურმა გაგრძელებამ და მასზე მომართულმა წინააღმდეგობამ…
ამერიკანიზაცია და გლობალიზაცია წარიმართა ორი ურთიერთმხარდამჭერი ძალით: საბაზრო ეკონომიკით და მისი კულტურული კონტექსტით. აქედან, პირველი მათგანი შესანიშნავად ადაპტირდა ადგილობრივ კულტურებში, მეორე მათგანს კი დახვდა ჯერ კიდევ შემორჩენილი წინააღმდეგობა_ ეთნოცენტრიზმი და ნაციონალიზმი. მსოფლიო ისევე ხედავდა ამერიკას, როგორც გაგარინი დედამიწას. მსოფლიო ხედავდა, თუ როგორ რჩებოდა ადამიანის გარეშე. ბოდრიარი მოგზაურობდა ამერიკაში და ამბობდა, რომ თანამედროვეობა განწირულია კატასტროფისთვის…. იგი უყურებდა სისტემას და მისი სიკაშკაშე ანიჭებდა უდიდეს ტკივილს, რომელსაც, სავარაუდოდ, უფრო ღრმა კონცეპტუალურ დონეზე განიცდიდა, ვიდრე ოსამა ბინ ლადენი, თუმცა ამ უკანასკნელისთვის სოციალური ტრანსფორმაციის გაანალიზება გაცილებით უფრო ძნელად მისაღწევი ამოცანაა, ვიდრე მიღებულ ტკივილზე კონცენტრირება. ამიტომ, მისი პასუხიც ისეთივე უხეში, ნაივური და საშიში გამოვიდა, როგორც რუსეთის ბოლოდროინდელი გამოხდომა.
ადამიანისთვის, რომლისთვისაც პრობლემა დღესავით ნათელია და მისი გაანალიზებაც თითქმის დამთავრებული, ერთადერთი პასუხი მასზე საუბარია, რადგან სხვა ყველაფერი, უბრალოდ, არარაციონალურია. თუმცა ადამიანების უმრავლესობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰგავს პლატონის გამოქვაბულის მცხოვრებლებს, რომლებმაც ბორკილები მოიხსნეს და ცეცხლისკენ მიიწევენ, თუმცა, შემდეგ ზოგიერთმა გზაში აღმოაჩინა, რომ ეს ცეცხლი თურმე თავადვე დაუნთია… სხვები კი, ბორკილების მოხსნით და გარდაუვალი მოქმედებით განრისხებულები, სასოწარკვეთას მიეცნენ და დანარჩენებს ხოცავენ, თითქოს ამით ამტკიცებენ, რომ ბორკილებქვეშ უფრო სანდოდ გრძნობდნენ თავს, ვიდრე ღია გამოქვაბულში, რომელსაც მაინც ვერასდროს დააღწევენ თავს.
ისევ კონკრეტიკას და ეთნიკურობის საკითხს დავუბრუნდეთ: დღეს ვიცით, რომ, როგორც ერთმა მოსწრებულად აღნიშნა, Ethnicity is ‘a group of people united by a common error about their ancestry and a common dislike of their neighbors.’ და ეს ცოდნა ჩვენი დისკურსის პირდაპირი შედეგია… იმ დისკურსის, რომელმაც ადამიანის გამოცდილების და სიცოცხლის შესწავლით დაიწყო და ბოლოს სისტემის ულმობელ და მოსაწყენ ანალიზამდე დავიდა. ამერიკაში გავაანალიზე, რომ ვარ ქართველი, იმიტომ, რომ დავიბადე საქართველოში, ჩემი მშობლიური ენა ქართულია და თავს ქართველად მივიჩნევ, რაზეც მეგობრისგან უცენზურო, თუმცა, ჩემი აზრით, მოსწრებული კომენტარი მივიღე, რომელიც შინაარსობრივად ესე ჟღერდა: ‘შენ ხომ არ გააფრინე?’
ამ დროს ვიღაცას სურვილი უჩნდება, რომ იყოს ნეო და ამ ყველაფერს თვითონ აკონტროლებდეს (კიდევ ერთი საოცარი დამთხვევა_ ფილმის ერთ-ერთმა რეჟისორმა სქესი გადაიკეთა), თუმცა დანგრეული სამყაროს რეალობა თვითონ ნეოსთვისაც კი დამთრგუნველია . ერთმა მეგობარმა ამას წინათ მითხრა, ხანდახან ვფიქრობ, რომ იესო ქრისტე, მუჰამედი და ბუდა უცხოპლანეტელები იყვნენ, რომელიც შორეული გალაკტიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდნენ და ჩვენზე ექსპერიმენტებს ატარებდნენო… წარმოვიდგინე, როგორ ხარხარებდა ფუკო, გამოგონილ არსებებზე ჩინური ენციკლოპედია რომ წაიკითხა… და დაახლოებით, მივხვდი, თუ რას გრძნობდა…

გიორგი ცხადაია (მოდუსი), 2008 წლის 10 ნოემბერი


პოლიტიკური მართლმადიდებლობა

ნოემბერი 2, 2008

ვასილ კობახიძე


მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი მისი უწმინდესობის ილია მეორის სულიერი შვილები ვართ და იგი მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიუძღვის საქართველოს, მისი წინსვლის, აღმავლობისა და ახლა უკვე გაერთიანების გზაზე. ის, რაც ჩვენმა პატრიარქმა განაცხადა, საქართველოს ერთიანობაზე, საქართველოს დაუმარცხებლობასა და მის გამარჯვებაზე, ზუსტად გამოხატავს ჩვენი ერის დღევანდელ იდეოლოგიას, სულიერებასა და განწყობას.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზეიმო წირვას დაესწრო.  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის რელიზი. 3 აგვისტო, 2008.

ეს სექტანტური ჯგუფები ჩანასახოვან მდგომარეობაში ტოტალიტარული რეჟიმის დროსაც არსებობდნენ, მაგრამ აქტიური მუშაობა გარდაქმნისა და დემოკრატიზაციის პერიოდში დაიწყეს. ისინი ამ ბოლო პერიოდში საგრძნობლად მომრავლდნენ. მათ აქტიურად ეხმარებიან და აფინანსებენ დასავლელი ხელმძღვანელები. საქართველოში მოქმედი სექტანტური დაჯგუფებების დიდი ნაწილი აშშ-დან იმართება… ერთი სიტყვით, დემოკრატიზაციის საფარველქვეშ ხორციელდება იდეოლოგიური დივერსია.Eეს მარტო ანტიეკლესიური კი არა, არამედ, ანტისახელმწიფოებრივი აქტიცაა. ათეიზმით ნასაზრდოებმა კომუნისტურმა იდეოლოგიამ კრახი განიცადა, მაგრამ შეუძლებელია, რომ სახელმწიფო იდეოლოგიის გარეშე არსებობდეს.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. “ღირსმყვენ, უფალო, მართლმადიდებლობისა სიტყვათა წარდგომათ წინაშე შენსა…” ალმანახი “ეროვნული ღირსებისათვის”, N 2, 2001.


ნურავის ეგონება, რომ სექტების თარეში საქართველოში მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემაა. ეს ასე არ არის, ისინი საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს უშიშროებას, ღმერთმა არ ქნას და მათ შეაღწიონ სახელისუფლებო სტრუქტურებში (თუ უკვე არ შეუღწევიათ?). წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება სახელმწიფო ეროვნული იდეოლოგიის გარეშე.

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. საქართველო მსოფლიო ინტეგრაციული პროცესების ფონზე. ალმანახი “ეროვნული ღირსებისათვის”, N 2, 2001.

სახელმწიფოს მმართველობაში სასულიერო პირების მონაწილეობა ვეზირების სახით უფრო აძლიერებდა ქვეყნის აღმავლობას. რა დროიდანაც დაითხოვეს ღვთისმსახურნი სახელმწიფოს მმართველობითი სისტემიდან, იმ დროიდანვე იწყო საქართველომ დაღმასვლა.

დეკანოზი ანდრია თოდაძე. ღირსება ღვთის სათნოებაა. ალმანახი “ეროვნული ღირსებისათვის”, N 2, 2001.

…Кто-то читал стихи, кто-то плясал, кто-то играл на баяне, но кульминацией каждого концерта было выступление Бронислава Жука, горбатого зэка семидесяти лет по прозванию “Божья коровка”. Он сел за растление детей из детского сада, где работал завхозом, и при мне досиживал свой пятнадцатилетний срок, так что ловить ему было нечего, он участвовал в концертах из одного эстетического удовольствия………. Михаил Чернов, его ровесник, сидел за растление своей дочери, но вражда между ними возникла не из-за того, чьих детей лучше растлевать — своих или чужих, а потому что только они двое видели Ленина и не могли согласиться, чья встреча была важнее. Один видел Ленина в коридоре Кремля, другой — во время митинга на Красной площади. Один говорил, что важнее увидеть Ленина в неформальной обстановке и тем самым быть сопричастным его мыслям и чувствам. Другой отвечал, что гораздо важнее увидеть вождя, когда он обращается к широким массам и тем самым направляет движение истории.

Андрей   Амальрик.  Записки диссидента

XX საუკუნის 90-იან წლებში მრავალი მკვლევარი ფიქრობდა, რომ სულ მალე ყველა იდეოლოგია დამარცხდებოდა და გაქრებოდა, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა. დღეს საერო იდეოლოგიების ადგილს იკავებენ რელიგიური იდეოლოგიები: პოლიტიკური ისლამი, პოლიტიკური ინდუიზმი, პოლიტიკური პროტესტანტიზმი, პოლიტიკური მართლმადიდებლობა.
პოლიტიკური მართლმადიდებლობა არის პოლიტიკის რესაკრალიზაცია და იმავდროულად რელიგიის პოლიტიზაცია. იგი მოითხოვს, რომ პოლიტიკა დამოკიდებული იყოს რელიგიაზე და ეფუძნებოდეს მის ღირებულებებს, ხოლო რელიგია – აქტიურად მონაწილეობდეს პოლიტიკაში და განსაზღვრავდეს მას. ზოგადად რელიგიის პოლიტიზაცია წარმოადგენს ქვეყნის წარუმატებელი მოდერნიზაციის, მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის, დემოკრატიისა და ეროვნული იდენტურობის კრიზისის კანონზომიერ შედეგს. ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირებთან ერთად რელიგიის პოლიტიზაციის ინიციატორად საერო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც გვევლინება. როგორც წესი, ამ ადამიანებს არა აქვთ თეოლოგიური განათლება და ამიტომაც თავისებურად ახდენენ რელიგიური დოქტრინის ინტერპრეტაციას: მსოფლიოს განიხილავენ, როგორც “ჩვენიანების” და “უცხოების” ბრძოლის ველს. მოცემული რელიგიის მრავალი გულწრფელი მიმდევარი და იერარქიც კი, ადვილად შეიძლება “უცხოთა” რიგებში აღმოჩნდნენ, თუ არ გაიზიარებენ “რელიგიური იდეოლოგიის” პრინციპებს. სამაგიეროდ, “ჩვენიანებად” კი ხშირად აღიქმებიან აბსოლუტურად არარელიგიური ადამიანები. ამგვარ იდეოლოგიებს იყენებენ პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური რელიგიის გულწრფელ მომხრეები, მაგრამ მასში საკუთარი მიზნების მიღწევის ინსტრუმენტს ხედავენ.
პოლიტიკური მართლმადიდებლობა არის არა რელიგია, არამედ იდეოლოგია და იგი მანიპულირებს ეკლესიური სწავლების ელემენტებით. პოლიტიკური მართლმადიდებლობა ხასიათდება თანამედროვეობის სრული მიუღებლობით. მისი წარმომადგენლები არა კონსერვატორები, არამედ “მემარჯვენე რევოლუციონერები” არიან. მათი პოლიტიკური პროექტია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ანუ კონფესიური სახელმწიფო, მონარქიის აღდგენა, მსოფლიო ინტეგრაციული პროცესებისადმი წინააღმდეგობა და სხვა, არამართლმადიდებლური კულტურების იგნორირება:
“დღეს მსოფლიოში გლობალური ინტეგრაციული პროცესები მიმდინარეობს. საქართველო, როგორც ნაწილი ამ ორგანიზმისა, გულგრილი ვერ დარჩება… ჩვენეული ხედვით, ინტეგრირება არ შეიძლება ყველა სფეროში, განსაკუთრებით თუ რელიგიურ ინტეგრირებაზეა საუბარი. რელიგიური ინტეგრირებით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები არიან დაინტერებულნი, რაც არ დაუმალავს ჩვენთან კერძო შეხვედრისას სახელმწიფოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს”. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. საქართველო მსოფლიო ინტეგრაციული პროცესების ფონზე. ალმანახი “ეროვნული ღირსებისათვის”, N 2, 2001.
პოლიტიკური მართლმადიდებლობის წარმომადგენლები მონარქისტები არიან, ამასთან მონარქიას განიხილავენ იმ “იდეალური” ფორმით, როგორითაც ის არსებობდა ადრეულ შუასაუკუნეებში. შესაბამისად ისინი ეწინააღმდეგებიან დემოკრატიას, ლიბერალიზმს, ადამიანის უფლებებს და უპირველეს ყოვლისა სინდისის თავისუფლებას. მონარქიული წყობილება მათთვის აგრეთვე მართლმადიდებლურ-ეროვნულ დიქტატურას წარმოადგენს.
პოლიტიკური მართლმადიდებლობის მნიშვნელოვან იდეაა დასავლეთთან დაპირისპირება, რომელიც საკრალური ისტორიის მამოძრაველბად ითვლება და ანტიქრისტესთან ბრძოლის ხილულ მაგალითად აღიქმება. საოცარია, მაგრამ ათეისტურ საბჭოთა კავშირსაც საკრალური მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო მისი დაშლა კი დიდ ბოროტებად ითვლება. ამით პოლიტიკურ მართლმადიდებლობას ეკლესიურ მენტალიტეტში შემოაქვს საბჭოთა წარსულთან ადაპტაცია.
ფუნდამენტალისტების აზრით მართლმადიდებლობის პოლიტიზირება, მართლმადიდებლური სახელმწიფოებრიობა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან მართლმადიდებლობის საზოგადოებრივი განზომილება, თვით ეკლესიურობის იდეა მოითხოვს ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურის შექმნას. მართლმადიდებლური სახელმწიფოებრიობა არის ის სივრცეს, სადაც ყველაზე ეფექტურად ხდება ეკლესიურობის განხორციელება. ამიტომაც აპოკალიფტურ პერიოდში საჭიროა ამ ახალი პოლიტიკური პროექტის განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიანული სარწმუნოების პოლიტიზაციის შედეგად მიღებული იდეოლოგია სტრუქტურულად ძალიან ჰგავს საბჭოთა იდეოლოგიას და ამიტომაც ადვილადაა მისაღები პოსტ-საბჭოთა ადამიანებისათვის. Read the rest of this entry »


ჯონ როულსის ”სამართლიანობის თეორია”

ივნისი 11, 2008

როულსის ”სამართლიანობის თეორიის” გაგება შეუძლებელია იმ პოლიტიკური და სოციალური წანამძღვრების გააზრების გარეშე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოშობილ პოზიტიურ მიმართულებებს უკავშირდება. პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ ფრანკლინ დელანო რუზველტის ”ახალი კურსის” ეპოქის და მის შემდგომ განვითარებული ტენდენციების შესახებ. 1970-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური ფილოსოფია აღორძინების გზას დაადგა და უტილიტარისტული საყრდენების კრიტიკით ლიბერალიზმის წიაღში ახალი დაპირისპირებების განვითარებას შეუწყო ხელი. ამგვარი შემოტრიალება,  1971 წელს, ”სამართლიანობის თეორიის” გამოქვეყნებით დაიწყო.
როულსი სვამს კითხვას, თუ, ზოგადად, რას წარმოადგენს სამართლიანობის პრობლემა. მისი აზრით, ეს არის ის, თუ როგორ უნდა განაწილდეს ადამიანების თანამშრომლობის ნაყოფი ისე, რომ არავინ იგრძნოს თავი უსამართლობის მსხვერპლად. საუბარია იმაზე, თუ განაწილების რომელი სქემაა სამართლიანი (მაგალითად, ყველას მოთხოვნის მიხედვით, ან ყველას უნარის მიხედვით და ა.შ.). მეორე მხრივ, შეიძლება იმას გვეკითხებიან, განაწილების რომელი პროცედურაა სამართლიანიო. როულსი იმ თეორიებს, რომლებიც ამ მეორე კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ, ”პროცედურული სამართლიანობის” თეორიებს უწოდებს. პოლიტიკური თეორიის საგანს არა ცალკეული ქმედებები, არამედ საზოგადოების ”საბაზო სტრუქტურა” წარმოადგენს. ეს საბაზო სტრუქტურა არის ის გარკვეული წესები და პროცედურები, რომელიც ინდივიდის ქმედებებს აწესრიგებს.
როულსი აცხადებს, რომ სამართლიანობის თეორია რაციონალური თეორიის ნაწილია. თუ ჩავთვლით, რომ თანამშრომლობა შესაძლებელთა შორის საუკეთესო ვარიანტია (მთელი საზოგადოებისთვის), მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ ისიც, რომ არც ერთმა ინდივიდმა არ უნდა იგრძნოს თავი უსამართლობის მსხვერპლად. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სამართლიანი პირობები განვსაზღვროთ. შეთანხმება სამართლიანი არ იქნება, თუ იგი სამართლიანი პირობების საფუძველზე არ იქნება მიღწეული. ესეთი შეთანხმება მხოლოდ ჰიპოთეტური შეიძლება იყოს, ანუ იგი მიღწეული უნდა იყოს ერთმანეთის ინტერესების მიმართ ინდიფირენტული, რაციონალური ინდივიდების მიერ, იმ პირობით, რომ ისინი სამართლიანობის პოზიციიდან გამოდიან.
ესეთ შემთხვევაში, საკითხავია, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ სამართლიანობის საწყისი პოზიცია. როულსი უარყოფს სამართლიანობის პირობების შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრის შესაძლებლობას. მისი აზრით, იგი სრულიად განსხვავებული პროცედურის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რომელსაც ”რეფლექსური წონასწორობის” მეთოდს უწოდებს. მორალისტური რეფლექსიის პროცესში ჩვენ გამოგვაქვს დასკვნების ამა თუ იმ კონრკრეტულ ქმედებასთან თუ მოვლენასთან დაკავშირებით. ამ დასკვნებს გონებრივ ექსპერტიზას ვუტარებთ და ვადგენთ ზოგად პრინციპებს. შემდეგ ვუბრუნდებით ცალკეულ დასკვნებს და ვადგენთ მათ შესაბამისობას ზოგად მორალის ზოგად თეორიასთან. ასე ვივლით წინ და უკან ცალკეულ, კონკრეტულ დასკვნებსა და ზოგად პრინციპებს შორის მანამდე, სანამ არ მივაღწევთ იმ წერტილს, როცა აღარ დაგვჭირდება რომელიმე მათგანის შეცვლა. ამ წერტილს რეფლექსური წონასწორობის წერტილი ეწოდება.
სამართლიანობის თავდაპირველი პირობების შენარჩუნებას როულსი სწორედ ამგვარი მორალისტური რეფლექსიის ხარჯზე ცდილობს. Read the rest of this entry »


პოსტმოდერნული ეპოქა

ივნისი 8, 2008

1. მოდერნიზმი
2. სტრუქტურალიზმი
3. პოსტ-სტრუქტურალიზმი (ფუკო და დერიდა)
4. პოსტმოდერნული სოციალური თეორიები

მოდერნიზმი
ტერმინი ‘პოსტმოდერნიზმი’ გულისხმობს არა მხოლოდ თანამედროვეობის შემდგომ ეპოქას, არამედ იმ ფუნდამენტური პრობლემების დაძლევის მცდელობასაც, რომელიც მოდერნულმა ხანამ წარმოშვა. მოდერნულობა აღნიშნავს ისტორიული ცვლილებების ვრცელ ეპოქას, რომელიც გამოიწვია სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა გადატრიალებებმა და საბაზრო ეკონომიკის საყოველთაო გავრცელებამ. ერთი მხრივ, მოხდა ეკლესიის ავტორიტეტის დაკნინება, მეორე მხრივ კი, მეცნიერებამ შეიძინა ელიტარული ცოდნის სტატუსი.
მოდერნიზმის, როგორც სიახლის გააზრება არ დაემთხვა საზოგადოებაში დაწყებულ ადრეულ ცვლილებებს. დაახლოებით 1880-იანი წლებიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ მოდერნზე, როგორც სამყაროს ხედვისა და რეკონსტრუქციის დაუსრულებელ, სპეციფიკურ პროექტზე.
მოდერნიზმის ეპოქისთვის დამახასიათელი ღირებულებები ეპისტემოლოგიურ ტრავმასთან არის დაკავშირებული. ეს არის დრო-სივრცული წარმოდგენების გადახედვის მცდელობა; რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული, განმანათლებლობის პოზიტივისტურ იმპლიკაციებში მოცემული რეალისტური სურათი აღარ აკმაყოფილებდა მოდერნის მიღწევებს. ეპისტემოლოგიური ტრავმის მასშტაბურობა მართლაც რომ განსაკუთრებული მოვლენაა იმ გაგებით, რომ მან ადამიანური საქმიანობის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მოდერნისტული ესთეტიკა აისახა პიკასოსა და ბრაკის, სტრავინსკისა და შონბერგის, კაფკასა და ფოლკნერის, იეიტსისა და ელიოტის ნაწარმოებებში. უფრო მეტიც, მოდერნისტული არტისტული კულტურის სირთულეები ძალიან ჰგავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და მათემატიკაში განვითარებულ ტენდენციებს. ორივე ამ სფეროში სირთულეები წარმოიშვა არა ტრადიციული ტექნიკის გადახედვის, არამედ მისი მიტოვების პრაქტიკიდან. ფარდობითობის თეორია ამისი ნათელი მაგალითია. მოდერნისტული თეორიების მიმდევრები ცდილობდნენ გაეპროტესტებინათ ის საფუძვლები, რომლებსაც ისინი წინა ეპოქებში ეყრდნობოდნენ (მაგალითად, ერთ წერტილოვანი პერსპექტივა მხატვრობაში, ტონალურობა მუსიკაში, ნეიტრალური და უნიფორმალური ნარატივი, უცვლელი დროითი და სივრცითი კოორდინატები ფიზიკაში).
მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, მოდერნული ეპოქამ მაინც არ დაკარგა განმანათლებლობის იდეალებისადმი ერთგულება. ეს იყო გრანდიოზული პროექტების განხორციელებისადმი სწრაფვა. ამიტომ, მოდერნის თეორიებისთვის კვლავაც აქტუალური რჩებოდა ბინარული ოპოზიციების არსებობა. ორტეგა ი გასეტის აზრით, მასები ყოველთვის დაუპირისპირდებიან მოდერნულ ხელოვნებას. ის თავისი არსით არაპოპულარულია. უფრო მეტიც, ის ანტი-პოპულარულია.
მოდერნული სოციალური თეორიები თანამედროვეობის გამოწვევებს განსხვავებულ მიზეზებში ეძებდნენ. მარქსისთვის ეს იყო კაპიტალისტური ეკონომიკა, ვებერისთვის_ ფორმალური რაციონალობა, დიურკჰეიმისთვის_ კოლექტიური სინდისის შესუსტება… ზოგიერთი თეორეტიკოსი დღემდე ამტკიცებს, რომ მოდერნის ეპოქა ჯერ არ დასრულებულა და იტოვებს იმედს, რომ ადამიანი შეძლებს მის დახვეწას და გაკონტროლებას. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ენტონი გიდენსი, რომელიც კვლავ საუბრობს დაუსრულებელ პროექტებზე, თუმცა აღიარებს სისტემური დიფერენციაციისა და ფრაგმენტაციის მასშტაბურობას, რამაც განვითარების უპრეცედენტო პირობებში ჩაგვაყენა. ჰაბერმასისა და ლიოტარის დიალოგში კი თვალშისაცემი იყო ე.წ. ‘Middle Ground’-ის ნაკლებობა: ის, რაც ჰაბერმასისთვის წარმოადგენდა ‘თეორიულ მიდგომას’, ლიოტარისთვის იყო მხოლოდ ‘მეტა-ნარატივი’.

სტრუქტურალიზმი
სტრუქტურალიზმის წარმოიშვა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. შვეიცარიელი ლინგვისტი, ფერდინანდ დე სოსიური (1857-1913) თავის ლექციებში საუბრობდა ენის (Langue), როგორც ფორმალური სტრუქტურის როლზე, რომელიც განისაზღვრება სისტემურ ელემენტებს შორის არსებული განსხვავევებით. სოსიურის მიხედვით, ეს სტრუქტურა არსებობს აწმყოში და აერთიანებს აზრისა და სიტყვის ორივე სფეროს. მოცემული ლინგვისტური ცნება (‘ნიშანი’) არის იდეისა და ფიზიკური საგნის ერთიანობის შემცველი. ენა სწორედ ამგვარი ნიშნების სისტემაა, რომელიც არსებობს არა როგორც ცალკე სუბსტანცია, არამედ როგორც აღსანიშნებისა და აღმნიშვნელების სპეციფიკური სტრუქტურის განმსაზღვრელი დიფერენცირების ფორმა. სოსიურის ხედვა ეწინააღმდეგება დასავლურ ტრადიციაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც, იდეათა სამყარო სრულად გამოცალკევებულია ფიზიკურისგან. ამგვარი ტრადიცია სათავეს იღებს პლატონისგან. სოსიური უარყოფს მათ დამოუკიდებლობას და აცხადებს, რომ აღსანიშნებს და აღმნიშვნელებს მნიშვნელობა ეძლევათ მხოლოდ იმ ფორმალური სტრუქტურის არსებობის პირობებში, რომელსაც ისინი იზიარებენ. Read the rest of this entry »


ჰეინერ ბიელეფელდტი (Heiner Bielefeldt) – რელიგიის თავისუფლება: საბოლოო კრიტერიუმი?

ივნისი 5, 2008

საზოგადოების ინტერესი რელიგიის, როგორც ნოსტალგიის, ცნობისმოყვარეობის, თუ უსაფრთხოების ობიექტის მიმართ, უკანაკნელ წლებში უდავოდ გაიზარდა. რელიგიის თავისუფლებიც თემაც იმავე პროპორციით დაბრუნდა საჯარო დისკუსიების ცენტრში. თუმცა, იდეა იმის შესახებ, რომ რელიგიის თავისუფლება ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, პრინციპულად საყოველთაოდ აღიარებული რჩება ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ძალზედ მკაფოიდ ისმება კითხვა: ვის შეუძლია თავისთვის მოითხოვოს რელიგიის თავისუფლება, კონკრეტულად რას იცავს ეს თავისუფლება და ზუსტად სად გადის რელიგიის თავისუფლების საზღვრები. ე. წ. “ფსიქო-სექტების”, ნეო-წარმართული კულტების და ფუნდამენტალისტური მოძრაობების ადეპტებს შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია მათი რელიგიური თავისუფლების აღიარებაზე? შეიძლება მუეძინის შეძახილი იურიდიულად ქრისტიანული ეკლესიების ზარების რეკვის ტოლფასად ჩაითვალოს, თუ უნდა განვასხვავოდ საზოგადოების რელიგიური უმრავლესობისა და უმცირესობის ინტერესები? რელიგიის თავისუფლების გამო, შეუძლიათ მშობლებს უარი თქვან მათი ბავშვების გარკვეული ტიპის სამედიცინო მკურნალობაზე?
ბოლო პერიოდში, გერმანიაში, განსაკუთრებით მწვავე დებატები გამოიწვია პრობლემამ აქვთ თუ არა მუსლიმ მასწავლებელ ქალებს, საჯარო სკოლებში, მუსლიმური თავშალის ტარების უფლება. ადგილობრივი (ფედერალური მიწების) კანონმდებლობის ამ თემასთან დაკავშირებული მრავალი ნორმის კრიტიკა ხდება რელიგიის თავისუფლების პოზიციიდან. აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს რელიგიის თავისუფლება სკოლაში რელიგიების კონფესიურ წავლებასთან დაკავშირებულ დებატებში: შენარჩუნებული უნდა იქნეს ამგვარი სწავლება საჯარო სკოლებში, თუ არაკონფესიური ფასეულობების სწავლებით შეიცვალოს?
დიდ სიახლეს არ წარმოადგენს, რომ რელიგიის თავისუფლება დაპირისპირებებს იწვევს. როგორც ადამიანის უფლება, ის თავიდანვე საკამათო იყო. ქრისტიანული ეკლესიებიც დიდხანს სიფრთხილით ეკიდებოდნენ რელიგიის თავისუფლებას, ზოგჯერ კი მძაფრად ეწინააღმდეგებოდნენ მას. რომის პაპების მრავალჯერადი დაგმობის, განსაკუთრებით კი პიუს IX-ს მიერ 1864 წელს, ანტიმოდერნისტული ცდომილებათა სილაბუსის (Syllabus errorum) გამოცემის მიზეზი იყო იმის შიში, რომ რელიგიის თავისუფლება გზას გაუხსნიდა რელიგიურ ინდიფერენტიზმს, ქრისტიანობის სოციალურ მარგინალიზაციას და ათეიზმს. მხოლოდ ნაციონალ-სოციალიზმის და სხვა სახელმწიფოებრივი ტოტალიტარიზმების გამოცდილების შემდეგ დამკვიდრდა კათოლიციზმში ის იდეა, რომ სწორედაც მორწმუნეთა უფლებების დასაცავადაა აუცილებელი რელიგიის თავისუფლება. ორმოცი წლის წინ, ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების დეკლარაციით ადამიანის ღირსება (Dignitatis humanae), დაიწყო კათოლიკეთა მიერ რელიგიის თავისუფლების აღიარება.
იმ ქვეყნებში, სადაც ძლიერია მართლმადიდებელი ეკლესიების გავლენა დღემდე არსებობენ რელიგიის თავისუფლების შემზღუდავი კონცეპციები: მაგალითად ეს სახელმწიფოები მკაცრ სამართლებრივ საზღვრებს უწესებენ მისიონერულ მოღვაწეობას. სულ ახლახანს, საბერძნეთში დააპატიმრეს იეჰოვას მოწმე. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ისეთ კონსერვატიულ ისლამურ სახელმწიფოებში, როგორებიც არიან საუდის არაბეთი, ირანი ან მავრიტანია. იქ ისლამის “დატევებამ”, შეიძლება სიკვდილით დასჯაც კი გამოიწვიოს. XIX საუკუნეში, ირანში წარმოშობილი პოსტ-ისლამური რელიგიის, ბაჰაის მიდევრების მდგომარეობა მძაფრად დრამატულია. ისინი, განსაკუთებით ირანში, ოფიციალურად იდევნებიან და საშინელი სოციალური დისკრიმინაციის ქვეშ იმყოფებიან. რელიგიის თავისუფლების და კონკრეტულად მუსლიმის მიერ რწმენის შეცვლის უფლების აღიარება, ისლამის წიაღში რეფორმების გარშემო ამჟამად მიმდინარე მწვავე დებატების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. Read the rest of this entry »


ლათინოამერიკული ’მაჩოიზმი’ და ქართული რეალობა

მაისი 16, 2008

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არის საქართველოში ლათინოამერიკული სერიალები ესეთი პოპულარული. ამაზე ცოტა სერიოზულად მას შემდეგ დავფიქრდი, რაც კომიკურად თვალშისაცემი გახდა ’მარიო ჩიმაროს ფენომენი’… თავიდან გადავწყვიტე, რომ რაღაც განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც მსგავსი კულტურული და სოციალური ფაქტორებით აიხსნება, თუმცა მერე გამახსენდა, რომ ლათინოამერიკული სერიალების გავრცელების არეალი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. ლათინოამერიკულმა სერიალებმა თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო. ამავე დროს, მათ განსხვავებული სოციოკულტურული დატვირთვა აქვთ თავად იმ ღარიბ ქვეყნებში, რომლებშიც იწარმოება. მოსახლეობის დაბალი ფენებისთვის სერიალებში ასახული ფუფუნება და ცხოვრების მაღალი სტანდარტები ხშირად გამაღიზიანებელი კი არა, იმედისმომცემი ფაქტორებია. ეს რაც შეეხება სერიალების გავლენის სოციალურ განზომილებას. ამ შემთხვევაში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კულტურული ასპექტია, რომელიც მკვლევარების დაინტერესების საგნად იქცა. კულტურალიზმის კვლევის არენად ეს ბლოგი ნამდვილად არ გამოდგება, თუმცა რამდენიმე სიტყვის თქმა ლათინოამერიკული საპნის ოპერების კულტურულ საფუძვლებზე ნამდვილად შეიძლება. ფაქტია და ვერსად გავექცევით, რომ მამაკაცურობის და ქალურობის გამოკვეთილი ნიშნები სერიალის თითქმის ყველა გმირს ასახიათებს, არ არის საჭირო 1043-ივე სერიის ყურება, ამას, მთლად რეკლამიდან თუ არა, ერთი სერიის ნახვითაც ადვილად შეამჩნევთ. საუბარი არ არის, უბრალოდ, მასკულინურ და ფემინურ გამოვლინებებზე, არამედ ისეთ ზედმეტად რადიკალიზირებულ ფორმებზე, როგორიცაა მაჩოიზმი და მარიანიზმი. ამ უკანასკნელზე საუბარი სპეციფიკური კათოლიკური კონტექსტის გამო გაგვიჭირდება. მაჩოიზმისა და კავკასიური ’ჯიგიტიზმის’ შედარება კი ვშიშობ, ნაყოფიერ მცდელობად უნდა ჩაგვეთვალოს. მასკულინური თვისებების დომინირება, ისტორიულად, იმ ფუნდამენტური სფეროების გააქტიურების შედეგია, რომლებიც ფიზიკურ ძალას მოითხოვს. უფრო კონკრეტულად, სოფლის მეურნეობა, მძიმე მრეწველობა, ომი და ა.შ. კავკასიის შემთხვევაში, მიწათმოქმედების და ომის ფაქტორებმა მამაკაცის გენდერული როლის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიღარიბე მასკულინობის ერთ-ერთი სერიოზული მტერია, თუმცა თუ სიღარიბეს ომიც ემატება, მამაკაცის როლი კვლავ დღის წესრიგში ბრუნდება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პროცესისა და სტრუქტურის თეორიული წინაპირობები. მაგალითად, ომი, შეიძლება, ჩავთვალოთ იმ პროცესად , რომელიც გენდერულ როლს აყალიბებს; სტრუქტურულ დონეზე კი ეს ყველაფერი სოციალიზაციის მეშვეობით ხორციელდება. Read the rest of this entry »