კონსტრუქტივიზმი

საერთაშორისო ურთიერთობებში ცნობილია ოთხი დიდი დებატები: 1. იდეალიზმისა და რეალიზმის დაპირისპირება, 1920-იანი და 1930-იანი წწ ; 2.ბიჰევიორიზმისა და ტრადიციონალიზმის დაპირისპირება, 1950-იანი და 1960-იანი წლები; 3. პოსტ პოზიტივისტური და პოზიტივისტური დავები, 1980-იანი წლები; 4. კონსტრუქტივისტების, რაციონალისტებისა და რეფლექტივისტების დაპირისპირება, 1990-იანი წლები.
გერმანელი პოლიტოლოგის, ანტე ვინერის აზრით, მხოლოდ უკანასკნელი მათგანი გამოირჩეოდა მულტილატერალური ხასიათით. ჩარჩო-თეორიის შექმნის აუცილებლობა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ცივი ომის დასასრულმა; თუმცა ცოტა ადრე, ნიკოლას ონუფი(“World of Our Making”, 1989) უკვე საუბრობდა კონსტრუქტივისტული მიდგომის მნიშვნელობაზე. მართალია, მოგვიანებით ონუფისა და ვენდტის გზები გაიყო, მაგრამ მულტილატერალური მიდგომა და ძირითადი თეორიული ბექგრაუნდი, ორივე შემთხვევაში, შენარჩუნდა. ვენდტის სტატია გამოქვეყნდა 1992 წელს. ჯექსონისა და სორენსენის მიხედვით, “ვენდტი გახდა დისციპლინის ერთ-ერთი ტოტემა” .
იმისათვის, რომ ადეკვატურად გავიაზროთ კონსტრუქტივიზმის არსი, საჭიროა, პირველ ჯერზე, განვიხილოთ მისი თეორიული საფუძვლები. ონუფი გვთავაზობს პარადიგმათა დავების მოკლე ისტორიას და ამბობს, რომ 80-იანი წლები იყო ყველაზე უფრო ბუნდოვანი და გაურკვეველი პერიოდი საერთაშორისო ურთიერთობის დისციპლინის არსებობის მანძილზე . ბინარული ოპოზიციების გადაჭრის ერთადერთ გზად ბევრი მკვლევარისთვის ეპისტემოლოგიური დავების იგნორირება და ონტოლოგიურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება რჩებოდა. მოდერნული, ანუ “განმანათლებლური” პროექტი გვთავაზობს ერთ სამყაროს, მაშინ, როდესაც პოსტ-მოდერნული თეორიებისთვის პლურალიზმის იდეა უშვებს განუსაზღვრელი რაოდენობის სამყაროთა შესაძლებლობას. ბევრი პოსტმოდერნისტი მკვლევარის აზრით, საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა პოლიტიკური მოდერნის აპოგეას. ასეა თუ ისე, საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა მსოფლიოს განვითარების ერთი ეტაპი. სამწუხაროდ, რაციონალისტური და რეფლექტივისტური თეორიების აპოლოგეტები უძლურნი აღმოჩნდნენ, გასულიყვნენ ეპისტემოლოგიური დავების მიღმა და განეჭვრიტათ რეალური სიტუაცია. ჩვენი აზრით, სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა, ერთი მხრივ, პოზიტივისტურ და მეორე მხრივ, პოსტ-პოზიტივისტურ მიდგომებს შორის ახალი ნიადაგის (“Middle Ground”) მომზადება. ბევრმა მეცნიერმა ჩათვალა, რომ რადიკალიზმები და ბილატერალიზმი დისციპლინის შემდგომი განვითარებისათვის მხოლოდ დაბრკოლებების მომტანი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, კონსტრუქტივიზმი აღიარებს რაციონალისტური ონტოლოგიის ზოგიერთ მტკიცებას, მაგალითად, სისტემის ანარქიულობას და თვით-დახმარების საკვანძო როლს. ამავე დროს, მაგალითად, ვენდტი საუბრობს ძალის პოლიტიკის ინსტიტუციურ გარდაქმნაზე. ვენდტის ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, არის ონტოლოგიური: პროცესის სტრუქტურაზე უპირატესობა. მისი განმარტებით, “ინსტიტუტი არის თავისებურებებისა და ინტერესების შედარებით სტაბილური ერთობლიობა ან “სტრუქტურა.” როგორც ვხედავთ, იგი მიუთითებს ლიბერალებისა და რეალისტების საერთო ეპისტემოლოგიური სივრცის არსებობაზე. მას სურს, გავიდეს მოჯადოებული წრიდან. თუმცა ვინერი საუბრობს კონსტრუქტივისტების “ნახევარ წრეზე”, რომლის ბოლოებზეც მოთავსებულია ორი პოლუსი: სოციალური და ფიზიკური. იბადება კითხვა: სად ხვდება ორი ტენდენცია ერთმანეთს, ანუ რა შეიძლება იყოს ე.წ. “Middle Ground”? კონსტრუქტივისტებისთვის ეს არის ნორმა, რომელიც გამომდინარეობს სამყაროს ალტერნატიული აღქმების შეჯერებიდან. ვენდტი ამბობს, რომ სოციალური საფრთხეები არის კონსტრუირებული და არა ბუნებრივი. შესაბამისად, მათი შეცვლაც შესაძლებელია, თუმცა, მანამდე, მოქმედებს კონკრეტული ონტოლოგიური რეალობა, რომლის საფუძველსაც სწორედ ჩამოყალიბებული ნორმები წარმოადგენს. ვენდტი აღნიშნავს , “ჩემი იდეალისტური ონტოლოგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ მე მტკიცედ ვდგავარ ეპისტემოლოგიური დაყოფის პოსტ-პოზიტივისტურ მხარეზე, ვსაუბრობ რა დისკურსსა და ინტერპრეტაციაზე, ვიდრე ჰიპოთეზურ ტესტებსა და ობიექტურ რეალობაზე. თუმცა, სინამდვილეში, სოციალური კვლევების ეპისტემოლოგიურ საკითხებში ჩემი პოზიცია უკავშირდება მეცნიერებას _პლურალისტულ მეცნიერებას, რა თქმა უნდა…”
მკვლევარების ნაწილისთვის კონსტრუქტივიზმი არ არის თეორია, არამედ იგი ჰგავს შემაერთებელ ხიდს, რომელზე მოკალათების მცდელობას სულ უფრო მეტი სპეციალისტი გამოხატავს. რეჟიმების ცვლილების მოულოდნელობამ განსხვავებულ თეორიათა აპოლოგეტები იძულებული გახადა კონსტრუქტივისტულ მაგიდას შემოსხდომდნენ.
კონსტრუქტივიზმში დიდ როლს თამაშობს იდენტობის ცნება. ცნობილია, რომ ვენდტის იდეების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ენტონი გიდენსის სტრუქტურაციის თეორიამ, თუმცა ამ შემთხვევაში, იგი სიმბოლური ინტერაქციონიზმის სტრატეგიას სესხულობს: ურთიერთობას განსაზღვრავს სიმბოლოებით მანიპულირება, ანუ როდესაც ორი მოქმედი პირი (ეგო და ალტერი) ხვდება ერთმანეთს, ხდება ერთმანეთის მისამართით გარკვეული სიგნალების გაგზავნა და მათი ინტერპრეტირება. შემდგომში ეს განაპირობებს თანამშრომლობას ან მტრობას. თავისებურებებსა და ინტერესებს შორის მოქცეულია ურთიერთგანმაპირობებელი წარმოდგენები და მოლოდინები, რომლებიც განსაზღვრავს სოციალური ორგანიზაციის პარამეტრებს. აქედან გამომდინარე, სუვერენიტეტის ინსტიტუტის შენარჩუნება დამოკიდებულია ურთიერთქმედების ხარისხსა და სიხშირეზე. თუ მოქმედ პირებს სურთ არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნება და მათი ურთიერთობები ხშირია, მაშინ ჩვევების ინსტიტუციონალიზაციას და ნორმების ჩამოყალიბებას წინ ვერაფერი აღუდგება. კონსტრუქტივიზმი ამ ასპექტით ძალიან აახლოვებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამართალს. ონუფი წერს, რომ საერთაშორისო სამართლის მცოდნეები ინტუიტური კონსტრუქტივისტები არიან.
იდენტობების მნიშვნელობის დამადასტურებლად ევროკავშირის მაგალითიც გამოგვადგება_მეგობარმა სახელმწიფოებმა მოახერხეს თავისებურებებისა და ინტერესების გარდაქმნა ურთიერთქმედების შედეგად. ამაში მათ ოთხი ათწლეულის განმავლობაში შეძენილი გამოცდილება დაეხმარათ. ევროკავშირის პოლიტიკა არ გულისხმობს ალტრუისტურ მიზნებს, რადგან როგორც ვენდტი აღნიშნავს, ნორმები ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება, ეს უკანასკნელი კი მეტი არაფერია, თუ არა სიმბოლური ინტერაქცია. შესაბამისად, ვენდტის მერსერისეული კრიტიკაც არ ითვალისწინებს სხვა ჯგუფების მიერ გაკეთებული ჟესტების აღქმას. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მუსულმანური სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენელი ქვეყნის მიერ საერთაშორისო სისტემაში გაგზავნილი მესიჯები. მათი პოზიცია არის აგრესიული, ამიტომ, რელიგიური და კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე, დასავლეთის პოლიტიკაც სპეციფიკურია. მერსერის კონტრ-არგუმენტი მდგომარეობს შემდეგში: ”კონკურენციას განსაზღვრავს ჩვენი ცნობიერება და სურვილი, დავიმკვიდროთ პოზიტიური სოციალური რეალობა.” ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერსერის ეს განსაზღვრება შეიცავს თავის თავთან წინააღმდეგობას, რადგანაც არ შეიძლება სოციალური რეალობის კონსტრუირება მანამდე, სანამ არ გვექნება იდენტობები, ანუ ურთიერთქმედების გარეშე არ არსებობს არც რეალობა. კონსტრუქტივისტების ონტოლოგიური მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს, ანუ თუ არ მოხდება ურთიერთობა მუსულმანურ სამყაროსა და დასავლეთს შორის, ვერ ჩამოყალიბდება ვერც სოციალური რეალობა. პროცესი შეიძლება განსაზღვრავდეს თვით-დახმარებას, მაგრამ თვითონ პროცესის მიმდინარეობა არ გვაძლევს ნაადრევი დასკვნების გაკეთების საშუალებას. ნორმები იქმნება პროცესში, ანუ პროცესის დროს შეიძლება მათი შეცვლა. მათ გააჩნიათ თვისობრივი დუალობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნორმა არის კონსტრუირებული, მაგრამ, ამავე დროს, მას აქვს რეგულაციური და დამფუძნებელი თვისება.
კონსტრუქტივისტული მიდგომის ფარგლებში ხდება ეროვნული უსაფრთხოების ცნების გააზრება. კონსტრუქტივისტები დიდ ყურადღებას აქცევენ ისტორიული, კულტურული და მორალური განვითარების ფაქტორებს. გარკვეულწილად, ამითი აიხსნება ერთგვარი ტაბუ მასობრივი განადგურების იარაღებზე. პეტერ კატცენსტაინი განიხილავს სუვერენულობისა და რეგიონალიზმის ინსტიტუტებს თანამედროვე სამყაროში. სუვერენიტეტი აყალიბებს სახელმწიფო იდენტობას, რომელიც მიიღწევა პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში, ანუ სუვერენიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებში არაა ეგზოგენურად მოცემული. აქედან გამომდინარე, იდენტობები ასახავს სახელმწიფოს მორალურ და კულტურულ სპეციფიკას. სუვერენობის ახლებური გააზრების მაგალითია ევროპული ინტეგრაცია, თუმცა რეალისტები და ლიბერალები კიდევ ერთხელ უძლურნი აღმოჩნდნენ მის ადეკვატურ გააზრებაში. ნეორეალისტები, ან საერთოდ უარყოფენ ევროპაში საერთაშორისო ინტიტუტების როლს, ან ამბობენ, რომ ეს საშუალო დონის ქვეყნების, საფრანგეთისა და იტალიის ინტერესების შედეგია_ისინი ცდილობენ გერმანიასთან გათანაბრებას. ნეოლიბერალები კი პირიქით_ზედმეტ ყურადღებას უთმობენ ინსტიტუტების კოორდინაციის შედეგად გაზრდილ ეფექტურობას. მათ ავიწყდებათ ის, რომ ინსტიტუტები არა მარტო ზრდიან ეფექტურობას, არამედ აყალიბებენ იდენტობებს. ამ უკანაკნელთ კი აქვთ უდიდესი გავლენა სახელმწიფო ინტერესებზე.
რეგიონალიზმის გასააზრებლად აუცილებელია, კარგად გავიმეოროთ ის, რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ_ სახელმწიფოთა იდენტობას განსაზღვრავს მათი სოციალური, კულტურული და ისტორიული ძირები. ამით აიხსნება დიქტატორული რეჟიმისგან გათავისუფლებული ესპანეთისა და საბერძნეთის ინტეგრაცია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სწრაფვა ევროპისკენ. საქართველოს შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა, რეალისტების არგუმენტი, რომ “ნატო” საჭიროა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები და წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიულ მიზნებს, აშკარად ვერ შეესაბამება უკვე არსებულ რეალობას_ მეზობელი სომხეთის პოლიტიკა თითქმის ალტერნატიული შესაძლებლობაა.
კულტურული ფაქტორის მნიშვნელობა მართლად უდიდესია თვით კონსტრუქტივისტული მიდგომის ჩამოყალიბებაში. პლურალისტული, მულტიკულტურული მსოფლიო მოითხოვს მულტილატერალურ მიდგომას. ამ კულტურათა შესახებ არსებული ცოდნა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კოსნტრუქტივისტულ კვლევაში შევიტანოთ პოზიტივისტური ეპისტემოლოგია, რაც გულისხმობს “ცოდნის ” სოციალური კონსტრუქციის კვლევას.
ალექსანდერ ვენდტი მტკიცედ იცავს სახელმწიფოცენტრიზმს მიუხედავად პოსტმოდერნისტების მყარი პოზიციებისა. სოციალური ცვლილების ბუნება, ვენდტის მიხედვით, დამოკიდებულია ურთიერთობათა სიხშირესა და სტატუს-ქვოს შენარჩუნების სურვილზე. ამ შემთხვევაში, თუ გადავხედავთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, აუცილებლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფოების, როგორც ნორმებით განმტკიცებული ინსტიტუტების არსებობა კვლავ აქტუალურია. ისინი სულ უფრო მეტად ცდილობენ გაითვალისწინონ სხვათა ინტერესები. თავისებურებებისა და ინტერესების ჩამოყალიბებაში, ასევე, დიდ როლს ასრულებს დასწავლა და სოციალური შემეცნება. ამ ფაქტორის დადასტურების შემდეგ კონსტრუქტივისტები, შესაძლოა, იზიარებდნენ კიდეც რეფლექტივისტთა “დეკონსტრუქციულ” იდეებს. ვენდტის აზრით, საკითხის პრობლემატურობა გამოწვეულია რეალობისგან დაშორებითა და საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების არასრულყოფილად ახსნით. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციფიკა გამუდმებით იცვლება, ამიტომ, ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ რომელიმე ბანაკის პოზიციები აბსოლუტურ რაციონალობად მივიღოთ. მაგალითად, ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რეგიონალური პოლიტიკა არის ჭეშმარიტად პოსტმოდერნული, თუმცა, ამავე დროს, რეალობა სვამს ძალზე პრობლემატურ საკითხებს, რადგანაც მსოფლიოს აღქმა ჯერ კიდევ კულტურულ ჩარჩოებშია მოქცეული. საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებები შესაძლოა გარდაიქმნას, მაგრამ ეს კონსტრუქტივისტებისთვის იქნება პროცესით გამოწვეული რეალობა.
“კონვენციური კონსტრუქტივისტების” გარდა, იდენტობისა და ინტერესების საკითხებზე საკუთარი წარმოდგენა აქვს კონსტრუქტივიზმის “შემთანხმებულ” სკოლას . ისინი მიიჩნევენ, რომ სამყარო კონსტრუირებულია საკუთარი თავში, ანუ საუბარი იწვევს გარკვეული წარმოდგენების კონსტრუირებას. ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება აქვს ნიკოლას ონუფს. იგი მიიჩნევს, რომ რეალისტების საყვარელი “თამაშები” ასახავენ რეალობას, უფრო სწორედ, ცდილობენ მის რეპრეზენტაციას. სინამდვილეში, ენობრივი კონსტრუქციების მუდმივი განახლების წყარო არის აქტიური ქმედება_ ამ შემთხვევაში, საუბარი . როგორც ვხედავთ, კონსტრუქტივისტები ამ საკითხშიც კი ეწინააღმდეგებიან ლინგვისტი პოსტმოდერნისტების პოზიციებს.
სოციალურ მეცნიერების სფეროში მოღვაწე სპეციალისტთა გამოღვიძება დიდად განაპირობა ცივი ომის დასასრულმა. საბჭოთა კავშირის დაშლას წინ უძღვოდა გორბაჩოვის მიერ გატარებული რეფორმები. ამან კომუნისტურ სამყაროში დასავლური ნორმების გავრცელება გამოიწვია. კონვენციური კონსტრუქტივიზმის თანახმად, ეს ნორმები აყალიბებენ სივრცეს, რომლის ემპირიული კვლევა თეორეტიკოსისთვის სავსებით დასაშვებია. ვენდტის პოზიციაც დაახლოებით ამ მხარეს იხრება.

აქედან გამომდინარე, პრობლემატური რჩება ნორმების, როგორც სოციალური ფაქტების სტაბილურობა. მართალია, კონსტრუქტივიზმმა დააკავშირა ორი ეპისტემოლოგიური ბანაკი, მაგრამ რეალურად მის მიერ დაისვა ახალი ონტოლოგიური პრობლემა, რომლის გადაწვეტაზეც დამოკიდებულია საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების წარმოება.

გამოყენებული ლიტერატურა
1. ე. აკობია, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, სალექციო კურსი სოციალური მეცნიერების მაგისტრანტებისთვის, , თბილისი, 2006
2. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია (ქრესტომათია), თბილისი, 2004
3. Antje Wiener , Constructivist Approaches in International Relations Theory: Puzzles and Promises,(European Research Papers Archive, December 2006); available from: http://www.ciaonet.org/wps/erpa039/
4. Nicholas Onuf, , “(Re)Constructing Constructivist IR Research,” The Strange Career of Constructivism in International Relations, ( Center of International Studies, University of Southern California, October 6, 2001), available from: http://www.ciaonet.org/wps/tia01/
5. Antje Wiener , “Constructivism:The Limits of Bridging Gaps”, Journal of International Relations and Development, 6(September 2003)3; available from: http://www.ciaonet.org/olj/jird/jird_sep03_wia01.pdf
6. Peter J. Katzenstein, “Conclusion: National Security in a Changing World” , The Culture of National Security: Norms and Identity in World Politics; (New York : Columbia University Press, 1996 )
7. Vendulka Kubalkova The Tale of Two Constructivisms at the Cold War’s End, (Research Group in International Security, 2001) , available from: http://www.ciaonet.org/wps/kuv01/
8. Stefano Guzzini, ‘The Cold War is What We Make of It’: When Peace Research Meets Constructivism in International Relations, (Copenhagen Peace Research Institute, June 2002), available from: http://www.ciaonet.org/wps/gus05/gus05.html

31 Responses to კონსტრუქტივიზმი

  1. andria says:

    ase mgonia chinuri enisa da literaturis mecniereba doqtori ufro advilad gavxdebi vidre konstruqtivizms gavigeb😦
    yvelaze rtuli sakitxia IR-shi

  2. otto says:

    ise mtlad egrec araa saqme, chinuri enisa da literaturis mecnier-mushakobas namdvilad konstruqtivizmiz swavla sjobs…sakmaod martivi midgomaa IR-shi…ertxel unda jigrualad chajdoma da yvelafersac gaigebs kaci😉 btw modus, sakmaod mravlismomcveli da saintereso essea, magram mechveneba, rom cota qaoturia. mgoni sjobda tavebis mixedvit dagelagebina, agsaqmelad ase ufro martivi iqneboda…garda amisa, cudi ar iqneboda ufro vrclad gesaubra normebze, rwmenebze, faseulobebze,ideebze da a.sh.ar iqneboda cudi agentebis da struqturebis urtiertqmedebis meqanizmebze, socialuri swavlebasa da komunikaciur metodzec tu ityodi rames…tumca erti statia yvelafers ver gawvdeba, saboloo jmashi, not bad!🙂

  3. web browsers says:

    Before you make any investments however, try out these
    free VPN services: The – Free – VPN. Hardware bans can
    prevent your computer profile from connecting to the service, and that cannot be altered by a proxy service.
    I would recommend Google’s Chrome browser only if you are looking for something different then Firefox, which I still think is the best browser out there right now.

  4. dark skin says:

    Truly no matter if someone doesn’t know then its up to other visitors
    that they will assist, so here it happens.

  5. investing says:

    I not to mention my buddies were found to be checking out the great tips located on
    your web blog and then immediately got a horrible feeling I never thanked you
    for them. All of the boys came as a result
    thrilled to read all of them and have surely been loving these things.
    Appreciate your really being simply considerate and then for obtaining certain terrific resources millions
    of individuals are really desperate to discover. Our own honest regret for not expressing appreciation to earlier.

  6. Hi would you mind letting me know which hosting company you’re using?

    I’ve loaded your blog in 3 completely different web browsers and I must say this blog loads
    a lot faster then most. Can you suggest a good internet hosting provider at a honest price?
    Thank you, I appreciate it!

  7. Hi, i read your blog from time to time and i own a similar one and i was
    just wondering if you get a lot of spam remarks?
    If so how do you reduce it, any plugin or anything you can suggest?
    I get so much lately it’s driving me crazy so any help is very much appreciated.

  8. Edgardo says:

    You’d probably want nothing more than a Norge treatment.
    Escort girls in Oslo are fresh, young, energetic and fascinating.
    You can find a girl this you prefer. If you order of those
    services, you will definately get a response in real
    time. Just plan for a great companion you’ve wanted to meet your entire life.
    Oslo won’t just offer interesting and excellent tourist hot spots but
    additionally hot girls to warm your heart. You want a companion
    during a holiday to Norway, let Eskorte Jenter Oslo serve you, there are enough professional girls for each
    and every visitor. Never imagine missing a female to
    your fun in Oslo because they are ever present and
    ready to present you with company.

  9. It’s wonderful that you are getting thoughts from
    this paragraph as well as from our argument made at this place.

  10. Brittny says:

    As we introduced all of us, not to waste you time, we’ll undergo our goods and accompanying services.
    The chief merchandise of our website developer business
    is needless to say website design.

  11. economics says:

    Good info. Lucky me I found your website by accident (stumbleupon).

    I’ve book marked it for later!

  12. At this time I am ready to do my breakfast, when having
    my breakfast coming over again to read more news.

  13. walkway says:

    Excellent weblog here! Also your web site a lot up very fast!
    What web host are you using? Can I am getting your affiliate link to your host?
    I desire my website loaded up as quickly as yours lol

  14. qw
    Hey there! I just wanted to ask if you ever have
    any problems with hackers? My last blog (wordpress) was hacked and I ended up losing many
    months of hard work due to no back up. Do you
    have any solutions to protect against hackers?

  15. {Don& says:

    I’m excited to discover this website. I want
    to to thank yoou for your time just for this fantastic read!!
    I definitely savored every bit oof it and I have
    you book marked to ssee new stuff in your site.

  16. Midweek says:

    I love what you guys are up too. This kind of
    clever work annd exposure! Keep up the very good works guys I’ve included you guys to our blogroll.

  17. Hi, I reaqd your blog regularly. Your writing style is awesome,
    keep doing what you’re doing!

  18. Hello! Delightful stuff, please do tell us when you post again.

  19. excellent issues altogether, you just gained a logo new reader.

    What might you recommend about your submit that you simply
    made a few days in the past? Any sure?

  20. Stephen seal says:

    I’m really enjoying the theme/design of your website.

    Do you ever run into any browser compatibility issues?
    A number of my blog audience have complained about my blog not working correctly in Explorer but looks great in Chrome.
    Do you have any ideas to help fix this issue?

  21. Hello, There’s no doubt that your website might be having browser compatibility issues.
    When I take a look at your blog in Safari, it looks fine however when
    opening in I.E., it’s got some overlapping issues. I just wanted to provide you
    with a quick heads up! Besides that, excellent site!

  22. Because thhe sub-conscious mind is our blue print for behaviour mind set, you expect consistent results.
    This in turn reduces the sensations of hunger. Rooster Salad:
    in base one’s body this mny salad, can be hazardous to
    your health. Now coming to the active ingredients used for the preparation of Slim-N-Trim aare clinically tested and tested to do the job.

  23. G100-1BV says:

    The Movado museum watch is know worldwide and ones you have
    often seen one it can be pretty an easy task to recognize them.
    Bluetooth and USB connectivity choices available.
    However, they disappeared on the market due to their
    diminished demand; however they’re again getting favored by a
    sizable swing and come in lots of latest modern styles.

  24. The Movado museum watch is know worldwide and ones you’ve seen one
    it can be pretty simple to recognize them. Just read through the internet movies on offer, download them and copy onto a DVD or cd at home.
    A lots of these television channels are broadcasted in HD, therefore you should not be worried about the quality in the
    video and audio.

  25. Fermin says:

    I am no longer sure where you’re getting your information, but
    good topic. I needs to spend a while learning much more or understanding more.
    Thank you for wonderful information I was in search
    of this info for my mission.

  26. You need to see your optometrist in any of the following
    conditions. What you get – Srinivasa Eye Hospital, Bangalore provides consultation, treatment and
    surgery for various eye ailments. These eye care specialist can help
    you keeping your eye healthy and safe.

  27. slut says:

    What’s up everyone, it’s my first pay a quick visit at this website, and paragraph is truly fruitful in favor of me, keep up posting these posts.

  28. view it now says:

    I know this if off topic but I’m looking into
    starting my own blog and was wondering what all is required to get set up?
    I’m assuming having a blog like yours would cost a pretty penny?
    I’m not very web savvy so I’m not 100% positive. Any suggestions or advice would be greatly appreciated.
    Appreciate it

  29. They made use of the exact same innovative science to create Adiphene
    as they did Phen375, and this wound up developing a fantastically safe, unbelievably effective dietary fat burning supplement
    that other business envy. Glucomannan has a particular
    means to soak up water and swell inside the stomach.
    Uptil now no individual has actually been captured with any negative effects.

  30. Dennis says:

    However there are particular restrictions which are implemented
    through the casino operators. The only difference that started in to being using the passage of time
    is about the conversion of all of the recreation space games into video games with lots of graphic features and extraordinary sound
    features leading to the organization with the exact same game played in the fields years
    before. There are lots of games to choose from, whether tactical fighting
    games, platform games or simply family oriented game shows,
    you can find something for all.

  31. Oh my goodness! a great article man. Cheers!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: