გაცვლითი პროგრამები

მოკლე და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტის სრულყოფას, მისი ზოგადი და პროფესიული განათლების ამაღლებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, იგი საუნივერსიტეტო ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
სტუდენტებისთვის ასეთი პროგრამების შეთავაზებას უნივერსიტეტები, როგორც წესი, თავად უზრუნველყოფენ ხოლმე. გაცვლითი პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3-4 წელია აქტიურად მიმდინარეობს. მასში სემესტრში დაახლოებით 60 სტუდენტი იღებს მონაწილეობას. მათი რიცხვი ყოველწლიურად რამდენიმე ათეულით იზრდება. უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე თსუ რამდენიმე ათეულ სტუდენტს გზავნის საზღვარგარეთ სასწავლებლად, მათ შორის ყველაზე მეტს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განათლება მიიღონ გერმანიას, იტალიას, ჩეხეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. აღნიშნული პროგრამები ეხება ბაკალავრიატის II და III კურსის სტუდენტებს იურიდიული, ჰუმანიტარული და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტიდან. ERASMUS-ის პროგრამა ეხება ასევე ეკონომიკის და სხვა ფაკულტეტებს.


შემფასებელთა საბოლოო გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დოკუმენტები – აკადემიური მოსწრების ფურცელი და მოტივაციის წერილი. მნიშვნელოვანია ასევე გასაუბრება. პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით რჩევა ვკითხეთ ლატვიის უნივერსიტეტში 2006-2007 სასწავლო წლების საგაზაფხულო სემესტრის გაცვლითი პროგრამის მონაწილეს მიხეილ ბასილაიას: `მნიშვნელოვანია, რომ მოტივაციის წერილზე ფიქრი სტუდენტებმა ადრევე დაიწყონ, ინტერნეტში მოიძიონ მისი სტრუქტურა, მნიშვნელოვანი ასპექტები. ასევე ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ გაართმევენ თავს გასაუბრებას. უმჯობესია, გაცვეთილ და სტანდარტულ ფრაზებს თავი აარიდონ. კარგია, თუ არა მარტო უპასუხებენ შეკითხვებს, არამედ ცოტას განავრცობ კიდეც. თუ ერთხელ ვერ გაიმარჯვე, არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია. პირველი ცდიდან მხოლოდ 5-7% აღწევს წარმატებას გაცვლით პროგრამებში.’


გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამების გარდა, არანაკლებ პოპულარულია მოკლევადიანი პროგრამები, კონფერენციები, სტუდენტური ფესტივალები და ა.შ. მათგან აღსანიშნავია გაეროს სიმულაციები, მოდელირებები (ე.წ. ‘MUN’), რომლებსაც მსოფლიოს ასობით უნივერსიტეტი გვთავაზობს (www.hnmun.org; http://www.sofimun.org; http://www.milmun.wik.is; http://www.gimun.org; http://www.zagimun.org; http://www.nmun.org). საკმარისი ცოდნა, აქტიურობა, დიპლომატიის ელემენტარული უნარი და საშუალება გექნებათ, ფაქტობრივად, მსოფლიოს პატარა მოდელის წევრი გახდეთ. ამგვარი კონფერენციებიდან აღსანიშნავია ჰარვარდის, ჟენევის, ნიუ-ორკის, ჩიკაგოს, სოფიას და სხვათა სიმულაციები. მსგავსი ტიპის მოდელირებები იმართება ასევე ევროკავშირის, ეუთოს, არაბული ლიგის და სხვა ორგანიზაციების მასშტაბით. ასევე საინტერესოა სტუდენტური ფესტივალები, სადაც მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. ‘ვორქშოპების’ სტილით, ხდება სხვადასხვა თემატიკის განხილვა, იდეების გაზიარება. მათგან უდიდესი ფესტივალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება ტრონდჰეიმში, ნორვეგია (www.isfit.org). შეუძლებელია, არ აღინიშნოს საზაფხულო სკოლები, რომლებიც დღითიდღე პოპულარული ხდება მსოფლიოში. ისინი ყველაზე ხელმისაწვდომი და ამავე დროს საინტერესო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებშია (www.cife.eu; http://www.biss.va.lv; http://www.sun.ceu.hu).


სტუდენტებისთვის საინტერესოა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც. სწავლის გაგრძელება ამ მხრივ შედარებით მარტივია ბალტიისპირეთის ქვეყნებში (www.lu.lv/eng; http://www.ut.ee; http://www.vu.lt/en; http://www.sseriga.edu.lv; http://www.rgsl.edu.lv; http://www.bsa.edu.lv; http://www.tlu.ee; http://www.vdu.lt). საინტერესო პროგრამებს გვთავაზობს ასევე უნგრეთის (www.ceu.hu), ბულგარეთის (www.vdu.lt), საბერძნეთის (www.auth.gr; http://www.aueb.gr), გერმანიის (www.berlin-universities.de; http://www.muenchen.de/Stadtleben/Education_Employment/University/Universities/37142/index.html; http://www.uni-frankfurt.de; http://www.uni-bonn.de), იტალიის (www.unimib.it; http://www.uniroma1.it), ინგლისის (www.lse.ac.uk; http://www.londonmet.ac.uk), ჰოლანდიის (www.uva.nl) და ესპანეთის (www.ub.edu; http://www.uam.es; http://www.unavarra.es) უნივერსიტეტები.
უნივერსიტეტთა ფართო წრეს გვთავაზობს ასევე DAAD-ის სერვისი (www.daad.de), რომელიც გერმანულ ენოვანი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.


სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი და საჭიროა ის ინტერნეტ-მისამართები, რომლებიც სპეციალურად მსგავსი ტიპის პროგრამების გავრცელებასა და პოპულარიზაციაზე მუშაობენ. მათგან აღსანიშნავია რუმინული http://www.eastchance.com, სადაც შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია როგორც სხვადასხვა კონფერენციებსა, საზაფხულო სკოლებსა და სტიპენდიებზე, ასევე ავტობიოგრაფიების, მოტივაციის წერილების, ესსეების და სხვათა დაწერის წესებზე. ასევე მიმზიდველ წინადადებებს გვთავაზობენ საიტები http://www.study-info.eu და http://www.study-in-europe.org. სტუდენტებისთვის პროდუქტიული ინფორმაციაა ქართულ ბლოგებზეც. მაგ., https://ediscourse.wordpress.com -ზე თქვენ გაეცნობით ERASMUS-ის პროგრამას, ასევე CV-ის დაწერის წესებს და სხვა.

One Response to გაცვლითი პროგრამები

  1. zicke says:

    საინტერესო სამაგისტრო პროგრამებია ფინეთში ,ესეც ლინკები :

    http://www.tokem.fi/?Deptid=11650

    http://www.samk.fi/apply/

    http://www.studyinfinland.fi/scholarships.html

    http://finland.cimo.fi/studying/international_study_programmes.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: