‘ომი ერაყში არ იყო ამერიკის ეროვნული ინტერესი’

2002 წლის 26 სექტემბერს გაზეთ `The New York Times`-ში დაიბეჭდა საერთაშორისო ურთიერთობებში აღიარებული მკვლევარების შეფასება ერაყში ამერიკის მოსალოდნელ ომზე. საინტერესო იქნება, თუ სტუდენტები მას გაეცნობიან და პარალელებს გაავლებენ თანამედროვეობასთან. გთავაზობთ მის თარგმანს (ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ საიტზე: (http://www.bear-left.com/archive/2002/0926oped.html):

როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ომი ზოგჯერ საჭიროა ეროვნული და სხვა მნიშვნელოვანი ინტერესების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ სადამ ჰუსეინი არის ტირანი და რომ ერაყმა დაარღვია გაეროს რამდენიმე რეზოლუცია. მაგრამ სამხედრო ძალები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს გააძალიერებს. ერაყში ომი კი ამას ვერ შეძლებს.
* სადამ ჰუსეინი არის სისხლიანი დესპოტი, მაგარმ ვერავინ შეძლო ნამდვილად სანდო საბუთების წარმოდგენს, რომელიც ადასტურებს მის ალქაიდასთან თანამშრომლობას;
* სადამ ჰუსეინს ბირთვული იარაღიც რომ ჰქონდეს, მის გამოყენებას ვერ შეძლებს, რადგან ამერიკის ან ისრაელის საპასუხო ცეცხლის მსხვერპლი გახდება;
* ბუშის პირველმა ადმინისტრაციამ 1991 წელს არ სცადა ერაყის დაპყრობა, რადგან ესმოდა, რომ ამით მათ შეეძლოთ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია მთელს ახლო აღმოსავლეთში და დამუქრებოდნენ აშშ-ს ინტერესებს. ეს კავშირი ამჟამადაც რეალურია;
* აშშ-მა თუნდაც მოიგოს ომი ერაყის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელს თავისი სამხედრო პოტენციალიდან და ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე (ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი, ქალაქში ბრძოლები) შეუძლია დამყრობელ ძალებსა და მეზობელ ქვეყნებს მნიშვნელოვანი დანახარჯები, ზარალი მიაყენოს;
* თუნდაც ადვილად მოვიგოთ, ჩვენ არ გვაქვს რაიმე კარგი, საიმედო უკან გამოსვლის სტრატეგია. ერაყი ძალიან დაყოფილი, დანაწევრებული საზოგადოებაა. იმისათვის, რომ გავხადოთ იგი სანდო და მტკიცე ქვეყანა, აშშ-მა იგი უნდა დაიპროს და, რაც მთავარია, მართოს მრავალი წლის მანძილზე;
* ალქაიდა უფრო მეტ საშიშროებას უქმნის აშშ-ს, ვიდრე ერაყი. ერაყის წინააღმდეგ ომი, რესურსებისა და ყურადღების მასზე გადატანით და მსოფლიოში ანტიამერიკანიზმის გაზრდით, დაასუსტებს ალქაიდას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

აშშ-მა ფხიზლად უნდა გააგრძელოს ერაყის შეკავება (გაეროში ჩვენი რესურსებითა და აქტებით) და მოემზადოს ერაყის დასაპყრობად მხოლოდ მაშინ, თუ იგი პირდაპირ დაემუქრება ამერიკას ან მის მოკავშირეებს მათზე თავდასხმით. ამ შემთხვევაში ეს მუქარა არ არსებობს. ასე რომ, ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ალქაიდას დამარცხებაზე.

ეს არის იმ მკვლევართა მოკლე სია, რომლებიც ხელს აწერენ ამ ტექტს: რობერტ არტი – ბრანდეის უნივერსიტეტი, რიჩარდ ბეტსი, რობერტ ჯერვისი და კენეთ უოლცი – კოლუმბიის უნივერსიტეტი, ჩარლს გლაზერი და ჯონ მერშაიმერი – ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ალექსანდერ ჯორჯი – სტენფორდის უნივერსიტეტი, სტივენ მილერი და სტეფან ვოლტი – ჰარვარდის უნივერსიტეტი.

3 Responses to ‘ომი ერაყში არ იყო ამერიკის ეროვნული ინტერესი’

  1. ჰოოო, შეაყარე კედელს ცერცვი. ბუშის ადმინისტრაციამ ძალიან ნეგატიური ცვლილებები მოახდინა მთლიანად მსოფლიოში და იმედია ობარ=მა არის ადამიანი, რომელიც ბუშის ნაგავს ახვეტავს, თორე შედეგები მარტო ამერიკისათვის კი არა, ჯერ ყველა ჩვენთვის იქნება სავალალო.

    მადლობა საინტერესო ჩანაწერებისთვის!🙂

  2. Tazo says:

    ჩვენთანაც თუ გაბედავენ ასეთი დასკვნების გაკეთებას კარგი იქნება.
    თუმცა, ალბათ ეს უფრო ფანტასტიკის სფეროა, ვიდრე ქართული რეალობის

  3. ლიშთოთა says:

    გეთანხმები (სამწუხაროდ, ორივე ნაწილში)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: