ქართული ტრადიციონალიზმის აღმასვლა, თუ ბოლო გაბრძოლება?

ამ წერილის დაწერა იმ პარანოიდულმა რეაქციებმა მაიძულა, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარ ვიდეოს მოჰყვა. მცირე ხანს კონკრეტული ფაქტის განხილვას დავუთმობ და შემდეგ ფართო იმპლიკაციების გაშლაზე გადავალ, თან ალბათ ეს პატარა შემთხვევა ჩვენს სერიოზულ თემას ოდნავ სახალისოსაც გახდის.

ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ ქართველი პოლიტიკოსის, ტრადიციების და ისტორიული სამართლიანობის ცნობილი დამცველის გუბაზ სანიკიძის არც თუ ისე ღრმააზროვანი გამოთქმა გაეშარჟებინა. აღნიშნული ვიდეო, ჟანრის შედევრი თუ არა, საკმაოდ სახალისო ნამუშევარი გამოვიდა.ამ ლინკზე შეგიძლიათ თქვენც უყუროთ და კომენტარებიც გააკეთოთ:
http://www.myvideo.ge/?video_id=485420

…მაგრამ ფრთხილად იყავით, სანამ ვებ საიტის სხვა მომხმარებლების კომენტარებს წაიკითხავთ, რადგან ქართული ქუჩური დიალექტის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითები_ (არა)ტრადიციული გინებების სხვადასხვა ვარიაცები დაგხვდებათ.. მერწმუნეთ, რომ ეგ არც თუ ისე სასიამოვნო წასაკითხია, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე მარგალიტის (ნაკლებად უცენზუროების) ციტირება აქაც მომიწევს.

საიტის მომხმარებლებს, ძირითადად, ქართველი ახალგაზრდები შეადგენენ, ალბათ 13-14-დან 25 წლამდე. ამის შესახებ კვლევა არავის უწარმოებია, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა დაახლოებით მსგავს სურათზე მიგვითითებს. რატომ აღიქვეს გუბაზ სანიკიძის გაშარჟება ესე მტკივნეულად? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, საჭიროა, რომ რამდენიმე რეაქციონერული კომენტარი გადმოვიტანოთ:

1. “გუბაზს 1200 შენნაირზე მეტი ჭკუა აქ შე …”,
“შენნაირი დეგენერატი რომ გუბაზს დასცინებს რაღა უნდა ვთქვააააააააააა,მეტი საქმე არ გაქვს?წადი შვილო წიგნი წაიკითხე,ან და კითხვა იციიიიიი საერთოდ?”

2. “აუუ რა დეგენერატიაააა გუბაზ სანიკაძე რო კაცია ნეტა შენც ეგეტი დადგე რა”

3. “ვაი მართლა რა დალევს ამ იაღოველებს,”
“ასეთი ურჯულო აქცევს საქართველოს თუ მორწმუნე და ქვეყნის მოყვარული ??”
“ვინც მართლმმადიდებლობას ირონიულად მოიხსენიებს იმის….!!!”

კომენტარების ჩემეულ კატეგორიზირებას მივყავართ იქამდე, რომ ქართველმა ულტრაკონსერვატორმა (რეაქციონერულმა) ახალგაზრდობამ გამოწვევა აღიქვა სამ ძირითად ფრონტზე: ინტელექტუალურზე, მორალურსა და რელიგიურზე. მსჯელობის სათავეშივე ვიღებთ პრემისს, რომ სამივე ტიპის გამოწვევა ერთი დისკურსის შემადგენელი ნაწილია და მის ფორმირება/რეგენირებაში მთავარი დამნაშავე სოციალიზაციაა.

მოკლედ შეგახსენებთ ქართული ტრადიციონალიზმის აღმასვლის ისტორიას: საბჭოთა პერიოდში კომუნისტური იდეალებით დათრგუნული ქართული ფეოდალური აზროვნება ახალ გასაქანს კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ბრძოლის არენაზე პოულობს. ტრადიციონალიზმი კომუნისტური პროპაგანდის ირაციონალური ბადის ნაწილი ხდება; ყალიბდება “ქართველი ინტელიგენტის” ფენომენი. მასობრივი მედიის გავრცელებასთან ერთად, ეს პროცესი იწვევს ტელე-რადიო გადაცემებით ეროვნული პროდუქტების პროპაგანდას (ერთი ესეთი მაგალითია თბილისის საფეხბურთო გუნდის “დინამოს” პოპულარობა) და სხვა საბჭოთა ერებთან კონტრასტირებით, ტრანსფორმირდება ქართული იდენტობა. “ტრანსფორმირდება” იმიტომ, რომ ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა კარგა ხნის წინ მომწიფდა და 1918 წელს განხორციელდა კიდეც. ილია ჭავჭავაძის, მენშევიკებისა და ბოლშევიკების (განსაკუთრებით, სტალინის) როლს ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში ბოლო ხანებში ქართველმა ინტელექტუალებმა რამდენიმე საინტერესო სტატია მიუძღვნეს (მაგალითისთვის, შეგიძლია იხილოთ სტატიები http://www.azrebi.ge-ზე და გიორგი მაისურაძის წერილები სტალინზე). ამავე პერიოდში ყალიბდება ქართველი კაცის ის ფენომენი, რომელიც დღეს ესეთი კონტროვერსიის მიზეზი გახდა. მრავლისთქმელია ისიც, რომ ქართველი კაცის ნარატივში მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ელემენტთან კონტრასტირებას/ ურთიერთობას უჭირავს. ქართველი კაცის არის ის, რომელიც :
1. იცნობს და აფასებს საკუთარ ისტორიას (და ამავე წარმოდგენით, ეს უკანასკნელი, რუსულთან შედარებით, ათასწლეულებს ითვლის).
2. დადის რუსეთში და საკუთარი კავკასიური (მთიელის) იმიჯის განმტკიცებას, სექსუალური უპირატესობის დემონსტრირებას სლავური წარმოშობის ლამაზმანებთან რეალური თუ წარმოსახვითი ურთიერთობით ახდენს.
3. პატივს სცემს თავის ტრადიციებს, განსაკუთრებით, სუფრას, რომელიც, მისი წარმოდგენით, ალკოჰოლის მოყვარული სხვა “ერების” ტრადიციებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო შინაარსიანი და ღრმააზროვანია.

(შეგახსენებთ, რომ ჩვენ მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებულ ეროვნულ ნარატივს აღვწერთ და კულტურულ შედარებებს ან კულტურული სტანდარტების შეფასებას არ ვახდენთ).

შედეგად ვიღებთ იმას, რომ ყალიბდება ქართველის გარკვეული მორალური, ინტელექტუალური და რელიგიური სტერეოტიპი. ამ სამ კატეგორიას კარგად მიუსადაგეს ილია ჭავჭავაძის ცნობილი ლოზუნგი: ენა (ჩვენს შემთხვევაში, “ეროვნული” ინტელექტი), მამული (მორალი) და სარწმუნოება.

ვფიქრობ, აუცილებელ ხაზგასმას საჭიროებს ისიც, რომ აქ სარწმუნოება ინსტიტუციური, ეკლესიური წესრიგის ფორმით კი არა, უფრო ინდივიდუალური, შინაგანი თვისების სახით იგულისხმება. ამიტომ, ჩემთვის გასაკვირი არც იყო ის ფაქტი, რომ ქართული ეროვნული კატეხიზმოს მგზნებარე დამცველი გუბაზ სანიკიძე ერთ მომენტში ლამის სეკულარიზმის აპოლოგეტად გამოვიდა. ფეოდალური ნარატივი, რომლითაც იგი ხელმძღვანელობდა, ყოველთვის ყოფდა “ერსა და ბერს.” აქედან გამომდინარე, საპატრიარქო ხშირად იმედგაცრუებული რჩება, როცა ხედავს რომ პირველი პრეზიდენტის ულტრაკონსერვატორი მხარდამჭერები და ახლად წამოზრდილი ულტრამემარჯვენე ელემენტები, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად თმობენ მათი იდეოლოგიის მესამე ნაწილს. სინამდვილეში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაფერსაც არ თმობენ, უბრალოდ, ტრადიციულ ეროვნულ ნარატივს გულმოდგინედ მიჰყვებიან.

რა მოხდა 90-იან წლებში? დაიშალა საბჭოთა კავშირი? არა, გაცილებით უფრო მეტი: დასრულდა ბრძოლა ორ დიდ დასავლურ იდეოლოგიას : კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის. ფრენსის ფუკუიამამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ “ისტორია დასრულდა.” ამაზე სემუელ ჰანტიგტონმა მაშინვე უპასუხა, რომ ისტორია კი არ დასრულდა, “ცივილიზაციათა შეჯახება” დაიწყო. ფუკუიამას წიგნი 1992 წელს გამოვიდა, ჰანტინგტონი კი 1993 წელს ჟურნალ “Foreign Affairs”-ში პასუხობს, რომ მომავალი მსოფლიო განისაზღვრება კულტურული და რელიგიური იდენტობებით. უკვე მომავალი ათწლეულის (და უკვე ათასწლეულის) გარიჟრაჟზე კი ვიღებთ 11 სექტემბრის ტერაქტებს, შიიტების აღმასვლას (ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვალის ნასრის ბოლო ხანებში გამოსული “The Shia Revival ” — http://www.cfr.org/publication/11179/shia_revival.html ) , პუტინის რუსეთის კონცეპციას და გაუთავებელ დებატებს გაეროში რელიგიის კრიტიკისა და მულტიკულტურალიზმის შესახებ.

საქართველოში ყალიბდება რეაქციონერული მართლმადიდებლური ჯგუფები და დასავლური კულტურის შემოსვლასთან ერთად, სოციალიზაციის პროცესში რელიგიის როლი საგრძნობლად იზრდება. რა თქმა უნდა, ამას ემატება და ამძაფრებს ეკონომიკური გაჭირვება და ნახევრადშემდგარი სახელმწიფოებრიობა. 2003 წელს ინსტიტუციურად და მორალურად კასტრირებული სახელმწიფო ვერ უძლებს მიტინგზე გამოსულ ხალხს და ნაციონალიზაცია/მოდერნიზაციის პროცესი დასავლურ კალაპოტში დგება. აცხადებენ, რომ ქართველი არის ევროპელი და იწყებენ “დასავლეთით” აპელირებას. როცა “დასავლეთის” განმარტებას გვეკითხებიან, ვპასუხობთ, რომ ეს არის დემოკრატიის, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალებისადმი მსახურება. დასავლეთი არ არის ჰომოგენური ერთობა. ამ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოს ახალი მშენებლებისთვის ეს ტერმინი იქცა კონკრეტული _ განმანათლებლური და სეკულარული ტრადიციების აღმნიშვნელად (ამ პერიოდში ქართული იდენტობის ცვლილებების შესახებ იხილეთ თქვენი მონა მორჩილის სტატია “დაკარგული დროის ძიებაში” ——
http://azrebi.ge/ReadArticle.aspx?ID=166 )

ავად თუ კარგად, საქართველოში ნაციონალიზაცია და მოდერნიზაცია იწყება, თუმცა ტრადიციონალიზმი არ ჰკარგავს თავის დასაყრდენს და ამჯერად აღდგენილი რუსული ველიკოძერჟავული/ანტიდასავლური იდეის ფონზე ახალი რევანშისთვის ემზადება. დასავლეთისთვის (ამჯერად გეოგრაფიული დასავლეთისთვისაც) ეს გამოწვევა გეოპოლიტიკური და იდეოლოგიურია. ამიტომ აცხადებს გუბაზ სანიკიძე, რომ სააკაშვილის ჩამოგდებთ საერთაშორისო კლიმატი შეიცვლება და ლევან გაჩეჩილაძე გაუაზრებლად ამატებს, რომ თურმე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოს პრეზიდენტის გამოწვეულია. მათი იმპლიციტური, გაუაზრებელი “მიგნებები” ჩვენთვის კვლევის ცოცხალი საბადოებია.

სამაგიეროდ, ახალგაზრდა თაობის სოციალიზაციისთვის ბრძოლაში, როგორც ზემოთ ვნახეთ, დიდ წარმატებებს მიაღწიეს. შეიძლება ეს უფრო დროის ფაქტორი და 90-იანი წლების შედეგი უფროა, ვიდრე თანაბარპირობებიან ბრძოლაში ღირსეულად მიღწეული გამარჯვება. ხელისუფლებამ სოციალიზაციის ტრადიციულ მექანიზმს რეზერვისტთა ინსტიტუტი, ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა,”ეროვნული გამოცდები” და “პატრიოტთა ბანაკები” დაუპირისპირა. გარკვეულწილად, ახალგაზრდობის რაღაც ნაწილი მიიმხრო კიდეც, თუმცა მეორე მხარეს გაძლიერდა სოციალიზაციის ჯერ დიდი პოტენციის და გავლენის მქონე აგენტები: ფანატიკოსი, გაუნათლებელი და ახლა უკვე განათლების რეფორმით უკმაყოფილო მასწავლებლების მთელი არმია (იხ. “ერთი მოსწავლის აზრი სკოლაზე” _ http://www.youtube.com/watch?v=DwEh57jg_tE ), პოლიტიკურ პროცესებში ჩარევით გათამამებული ეკლესია, “ტრადიციული ღირებულებების” ლოზუნგით გამოსული ოპოზიციონერთა გარკვეული ნაწილი და ქუჩური მენტალიტეტის “საკნიდან” ისევ ქუჩაში გამოტანის მცდელობა… ბოლო ხანებში კი ვიხილეთ უკვე ამ უკანასკნელის კომიკური გამოხსნის მცდელობა “ქაჯეთის ციხიდან”, ანუ დიღმის პოლიციის შენობიდან, თანაც ღობეზე ლეგენდარული გადაძრომით.

გიორგი ცხადაია
10 მაისი, 2009

8 Responses to ქართული ტრადიციონალიზმის აღმასვლა, თუ ბოლო გაბრძოლება?

  1. :) ამბობს:

    ganatlebas rac sheexeba da zogadad ganatlebis sistemas-ase vtqvat individis formirebas ,burdies aqvs sagulisxmo sityvebi amastan dakavshirebit:)darwmunebuli var ici:)………………

  2. dv0rsky ამბობს:

    ბატონო გიორგი, ილიამ ეგ სიტყვები სხვა თანმიმდევრობით თქვა.
    ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ:
    1. მან სხვა მნიშვნელობა მიანიჭა ამ სიტყვებს, ვიდრე თქვენ (და მორალი დააყენა პირველ ადგილზე)
    2. ან ის, რომ თქვენ არ გაქვთ წაკითხული ის, რასაც ციტირებთ.

  3. მოდუსი ამბობს:

    წაკითხულიც მაქვს და ზეპირად ნასწავლიც თავის დროზე, ბატონო დვორსკი. ‘მამულში’ მორალი არ უგულისხმია, ეგ ჩემი ინტერპრეტაციაა.

  4. dv0rsky ამბობს:

    ცუდად გისწავლუათ, ბატონო ჩემო, ცუდად…
    მამული,
    ენა,
    სარწმუნოება – აი ამ თანმიმდევრობას ვგულისხმობ 🙂

  5. მოდუსი ამბობს:

    მაგაზე ადრე მახსოვს რომ ბევრი სჯა-ბაასი იყო. ჯერ კიდევ შარაძის დროს. გასაგებია, რომ ეგრეა. ვიცით, ვიცით. უბრალოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მივანიჭე.

  6. roin nijaradze ამბობს:

    giorgi azrebi.ge ze ratom ar bechdav am statias, magari diskusia aiweoda, Tan saxaliso. da

  7. besik bogveli ამბობს:

    metad sainteresoa Tqveni xedva, magram ver dageTanxmebiT am xedvis srulyofaSi. bevr sakiTxze SeiZleba saubari. qronologiurad da istoriulad gamovyofdi ena, mamuli, sarZmunoebis sakiTxs. ilia WavWavaZem im politikur mocemulobaSi moZebna swori gadawyvetileba da Seqmna marTali da swori moqmedebis devizi. pirvel rigSi enis dayeneba Seqmnida ganwyobas gamahmadianebuli qarTvelebis, sxva qveyanaSi mcxovrebi da saqarTveloSi qarTvelebis ideur gaerTianebas. mamulis win, an sarwmunoebis win wamoweva ar iyo moralurad swori. es gamoiwvevda aramarTlmadidebeli qarTvelebis protests da amiT ufro dacilebas. marTlmadidebloba ar aris iZulebiTi, aramed rCeviTi da mimbaZvelobiTi. eklesia ilias azriT mouwodebda am deviziT eniT, mamuliT da Semdgom zneobiT srulyofisaken _ marTlmadideblobisaken. macxovaric da mociqulebi mouwodebdnen da ar aiZulebdnen. Sesabamisad wm. ilias devizi mowodeba Zmobisken da siyvaruliT gaerTianebisken sworia. es devizi ar akninebs arc erT pozociaSi myof qarTvels. mTavari adamianebs Soris urTierTobaa, amitomac urTierTobis SenarCunebisTvis mTavari iyo enis pirvel rigSi dayeneba. is qarTveli vinc enas daiviwyebda masTan SeuZlebeli iyo raime urTierToba. magram adamiani romelic tyveobaSi inarCunebs Tavis wesebs, enas tradicias masTan urTierToba sapatiocaa. xolo rac Seexeba teritoriis kvlav aRdgenas da gamahmadianebuli qarTvelis uflo maRal, progresul cnobierebaSi dabrunebas es yvelaze Zneli da bolo etapis saqme iyo. ase rom ver daveTanxmebi marTali ilias mimarT Tqvens nafiqrals. ena, mamuli, sarwmunoeba moicavs ideas _ RvTisadmi siyvaruliT qarTvelebis gaerTianebis msaxurebas.

  8. Giorgi ამბობს:

    ici ras vityvi batono avtoro,pizdecintelektualur
    blogeristebi magra mecodebit,tkevn kartul kulturashi da saertod yvelafer kartulshi xedavt negatiurs.ara marto imitom rom asea,ara ubralod tkven ase gindat.
    bavshvoashi getyoba “myvideos momxmarebeli xalxis” nairebi magra gchagravdnen,dedikos gaginebdnen,shen ki albat magis traki ar gkonda ro rame gepasuxa.
    roca gaizarde bavshvuri wyena dagrcha,shuriszieba moginda,mara visze??? aa kartul realobaze..

    xoda zixar axla shens iluziebshi da wer atas,bodishi am sityvistvis yleobebs. mokled morigi “kartveli” pizdecintelekti xar ra

დატოვე კომენტარი