ეკლესია, ადამიანის უფლებები და ჰომოსექსუალობა

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალის “მე” მიმდინარე წლის

ბოლო ნომერში (#2 (8), გვ. 16-21

ქვეყანაში ჰომოფობიის ხარისხზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ტრადიციული იდეოლოგიისა და დომინანტური რელიგიის დამოკიდებელობა სექსუალობის მიმართ რეპრესიულობის თვალსაზრისით, არამედ კონკრეტული რელიგიური ინსტიტუტების ოფიციალური პოზიცია და მისი ცალკეული წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლები. სამომავლოდ რელიგიისა და სექსუალობის თემას ჟურნალის ცალკე ნომერს დავუთმობთ, რადგან თემა საკმაოდ მოცულობითია, ამჟამად კი ჩვენი საუბრის თემა ეკლესიის, როგორც სოციალური ინსტიტუტის ჰომოფობიური პოლიტიკის პრობლემასა და მიზეზებს შეეხება. ჩვენი რუბრიკის სტუმარი ამჟამად ბ-ნი ვასილ კობახიძეა, რომელსაც არაერთი სტატია აქვს გამოქვეყნებული საეკლესიო-საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ.

მე: პოლიტიკოსებისა და ცალკეული სასულიერო პირების უკიდურესად აგრესიული განცხადებების ფონზე, რომლებიც ხშირად შეიცავს უშუალო მოწოდებებს ძალადობრივი მოქმედებისაკენ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია უფრო ფრთხილი და თავშეკავებულია. თუმცა, შინაარსობრივად ნაკლებად ჰომოფობიური როდია. საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადებები, სულ მცირე, უშუალო წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა თვითგამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სხვ., რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული. საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენად შესაძლებლად გეჩვენებათ ამ საკითხზე ეკლესიის პოზიციასა და ადამიანის უფლებებს შორის გარკვეული კომპრომისის მოძებნა?

ვასილ კობახიძე: თვითონ ადამიანის უფლებების გაგება მართლმადიდებლური ეკლესიებისათვის ახალი საკითხია. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც მათ შორის იდეოლოგიურად ყველაზე აქტიურია, უკვე შეიმუშავა მართლმადიდებლური კონცეფცია ადამიანის უფლებების შესახებ, რომელშიც მოცემულია აბსოლუტურად აბსურდული იდეები იმის შესახებ რომ ადამიანის უფლებებზე უფრო პრიორიტეტულია მისი მოვალეობები, რომ ადამიანი და პიროვნება კი არ არის უზენაესი ღირებულება, არამედ სამშობლო, სიწმინდეები და ა.შ ჩვენი სასულიერო პირების ცალკეული საჯარო გამოსვლებს თუ დავეყრდნობით, გამოდის, რომ ადამიანს უფლებები საერთოდ არა აქვს, აქვს მხოლოდ მოვალეობები.
დღევანდელ დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუციისა, საკმაოდ შორს დგას მართლმადიდებლური თეოლოგიის მსოფლმხედველობისაგან. ეს შეუსაბამობა რელიეფურად ვლინდება ადამიანის უფლებების სისტემასთან დაკავშირებით, ჰომოსექსუალებისა და სხვადასხვა უმცირესობებთან მიმართებაში. რუმინელი ავტორის, სინზიანა ანდრეა კარსტოჩეას (შინზიანა Aნდრეა ჩარსტოცეა) კვლევამ  დიდი შთაბეჭდილება მიახდინა ჩემზე, რადგან რუმინეთის ეკლესიის მიმართებას ეხება ჰომოსექსუალობის საკითხთან (თუმცა, ტექსტში გაანალიზებულია სახელმწიფო ინსტიტუტების პოზიციაც). სიტუაცია იმდენად ჰგავს ჩვენთან არსებულ მდგომარეობას, რომ საკმარისია შეცვალოთ სიტყვა “რუმინეთი” “საქართველოთი” და იფიქრებთ, რომ ავტორი ჩვენთან არსებულ პრობლემებს აანალიზებს. რუმინეთის გარდა, ეს ტენდენცია მკვეთრადაა გამოხატული სხვა ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნებშიც (რუსეთი, სერბეთი და ა.შ.) ვგულისხმობ ყველაზე დევნილი, დაჩაგრული უმცირესობების ხარჯზე საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების პროცესს, რის შესახებაც ჩვენს საზოგადოებაში ხმას არავინ იღებს და მათ შორის, არც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. შარშან დაგეგმილ აქციას  “ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი”, რომელშიც სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა, საკმაოდ აგრესიული რეაქცია მოჰყვა ჩოხაში გამოწკეპილი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსებისაგან. იყო უშუალო მოწოდებები ძალადობისაკენ და მუქარა. საკუთარი პოზიცია საქართველოს საპატრიარქომაც დააფიქსირა. მაშინ, როცა საჭირო იყო, ორგანიზაციებმა, ვინც ვალდებული იყო ხმა აემაღლებინა ამის წინააღმდეგ, თავი შეიკავა. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული. დისკუსიისა და დიალოგის დაწყება ამ თემაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ოღონდ ეს ისეთმა ჯგუფმა უნდა დაიწყოს, როგორც რუმინეთშია  და ეს გარკვეულ სამოქალაქო თვითგანწირვას გულისხმობს.
ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. მაშინ მინდოდა განცხადების გაკეთება, მაგრამ ჩვენ იზოლაციაში ვართ და ტრიბუნა არ გვეძლევა სამწუხაროდ. ამიტომ, მსვლელობაში მონაწილე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს შევთავაზე, რომ ერთობლივი განცხადება გაგვეკეთებინა. მათ მიპასუხეს, რომ თავადაც აღშფოთებულები იყვნენ, ჰომოსექსუალთა მონაწილეობით ამ მსვლელობაში, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ჰომოსექსუალობასთან და ამ საკითხთან მიმართებაში ჩოხოსნების და საპატრიარქოს პოზიციას იზიარებდნენ. საინტერესო ისაა, რომ მათი უმრავლესობა ქართველი კი არა, ევროპელი იყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენს რეალობაში დასავლურმა ფასეულობებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და ისინი სრულად იზიარებენ იმ პრიციპებს, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ფუნქციონირებს.
იდეოლოგიურად ტოტალიტარული საზოგადოება, რომელიც უფრო ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ნეგატიურ დაამოკიდებულებას ჰომოსექსუალთა მიმართ. მით უმეტეს, როცა ეს რელიგიაზე დაფუძნებული იდეოლოგიაა. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. მართლმადიდებლურ თეოლოგიაში ძალიან საშიშ პიროვნებად ითვლება ნეოფიტი, ახლადმოქცეული ადამიანი, რომელიც “ჭეშმარიტებაში” დგას და მოვალეობად თვლის ჭკუა ასწავლოს ყველას. პოსტსაბჭოთა ტიპის ნეოფიტი შეიძლება შევადაროთ 20-იანი წლების კომკავშირელს,  რომელსაც ასევე გულწრფელად სწამდა საკუთარი სიმართლის, როცა აბეზღებდა მამას ვთქვათ, თეთრგვარდიელებთან კავშირის გამო. ჩვენი საზოგადოება ახლა არის რელიგიური ნეოფიტი. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მართლა იზიარებს სახელმწიფო იდეოლოგიად გაფორმებულ მართლმადიდებლურ-ეთნონაციონალისტურ მითოლოგიას. მედია საშუალებების მეშვეობით და სახელმწიფოს ხელშეწყობით ეკლესია ცდილობს ეს იდეოლოგია საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს მოახვიოს თავს. ეკლესია ამკვიდრებს შეხედულებას ბიოლოგიაზე, ისტორიაზე, მორალზე და ბუნებრივია, მოიაზრებს რა თავის წევრებად მთელ საზოგადოებას, მათ სექსუალურ ცხოვრებასაც ის ხელმძღვანელობს. სხვა საკითხია აქვს თუ არა მას ამის უფლება მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით. მე ვსაუბრობ მოცემულობაზე, როცა ხდება ეკლესიური ადამიანის დამონება და მანქურთიზაცია. ასეთ პირობებში სექსუალური ცხოვრების რეგულაცია კი არა, დილით კბილების გამოხეხვაც კი მოძღვართან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

მე: სხვა კონფესიებმა მეტ-ნკლებად შეიცვალეს დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის საკითხის მიმართ. ეს ერთი მხრივ, შესაძლოა უკავშირდებოდესGსექსოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებას და შესაბამისად, ადამიანის სექსუალობის ბუნების უფრო ღრმა მეცნიერულ გაგებას. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა კონფესიების წარმომადგენლები უფრო ღია არიან საჯარო დებატებისა და კამათისათვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად განაპირობებს მართლმადიდებლური ეკლესიის აგრესიულ პოლიტიკაზე ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ეკლესია მთლიანად ახდენს დისკურსის მონოპოლიზაციას და არ ტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ საკითხებზე საჯარო დებატებისათვის.

ვ.კ.:  მსოფლიოში ყველაზე მეტი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით ანგლიკანურ ეკლესიაში ხდება და არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ ავსტრალიასა და ამერიკის ეპისკოპალურ ეკლესიაშიც. ლიბერალური დამოკიდებულების თვალსაზრისით გამოიჩევიან სკანდინავიის ქვეყნების ლუთერული ეკლესიებიც. ამის გამოDრუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ურთიერთობაც კი შეწყვითა დანიის ლუთერულ ეკლესიასთან.
როცა ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ორი რამ. ერთია, როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელიმე კონკრეტულმა ეკლესიამ, რა უმრავლესობის ეკლესიასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, უნდა მოახვიოს თუ არა თავზე სეკულარულ საზოგადოებას თავზე საკუთარი შეხედულებები სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით და მეორეა ქრისტიანი ჰომოსექსუალის პრობლემა ეკლესიის წიაღში. აქ შემოდის თეოლოგიური მომენტები და ეს დებატების საგანია. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ბოლო ენციკლიკაში იოანე პავლე II აღიარებს ჰომოსექსუალი ადამიანის არსებობას, თუმცა უკრძალავს სქესობრივ ცხოვრებას. გარკვეულწილად, ეს ლეგიტიმაციაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
ეპისკოპალურ ეკლესიაში არიან პასტორები, რომლებიც ღიად აღიარებენ ჰომოსექსუალობას. აქ შემოდის ძალიან საინტერესო საკითხი. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომლის იდეოლოგიური ფილიალსაც წარმოადგენს ჩვენი ეკლესია, დაგმო მათი არსებობის ფაქტი. მათ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღმაშფოთებელია, რომ სასულიერო პირი საჯაროდ აღიარებს საკუთარ ორიენტაციას. რუსეთის ეკლესიამ პრაქტიკულად დაგმო არა ჰომოსექსუალობა, არამედ მისი საჯაროდ აღიარება (открытость). სწორედ ეს ღიაობა, გახსნილობა ეწინააღმდეგება მათ მორალურ სისტემას, თორემ ყველამ იცის, რომ იერარქიულ სისტემაშიც არიან ჰომოსექსუალები. უბრალოდ, ისინი უფრო მეტად არიან ტრამვირებული და დეკლარირების დონეზე აგრესიული ჰომოფობიით გამოირჩევიან. გამონაკლისს არც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია წარმოადგენს. 1983 წელს  სინოდმა ორი მიტროპოლიტი და ერთი არქიმანდრიტი განკვეთა ჰომოსექსუალობის გამო. თუმცა, ეს საკითხი არასოდეს ქცეულა განხილვის საგნად. განსხვავებით კათოლიკური ეკლესიისაგან, რომელსაც აქვს მაგისტერიუმი, რაც ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე აზრი უკვე  ჩამოყალიბებულია, სტრუქტურიზებულია და ამგვარად ისწავლება, თეორიულად მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს სივრცე დიალოგისა და დისკუსიებისათვის, თუმცა ამ მხრივ პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელია.

მე: თუ იმ რეაქციის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც პაკო ტაბატაძის საჯარო აღიარებასა და ამის ნიადაგზე სატელევიზიო შოუდან მის გაძევებას მოჰყვა, ეკლესიისათვის მთავარ პრობლემას საჯარო სივრცეში ასეთი ადამიანების გამოჩენა და ამ საკითხებზე ღია საუბარი ქმნის, რაც ავტომატურად ცოდვის პროპაგანდა აღიქმება.

ვ.კ.: აგრესიულ დამოკიდებულებას და ზიზღს ჰომოსექსუალთა მიმართ ჩვენს საზოგადოებაში დიდწილად განსაზღვრავს საპატრიარქოს მიერ დეკლარირებული იდეოლოგია, თუმცა ეს ყოფით კულტურაშიცაა ფესვგადგმული, რადგან ფეოდალურ-ტრადიციულ საზოგადოებაში უმცირესობების ხარჯზე ხდება საკუთარი იდენტობის დამტკიცება – იქნება ეს სხვაგვარად მოაზროვნეები, ბავშვები, ქალები თუ ჰომოსექსუალები.
პაკო ტაბატაძის შემთხვევაში საპატრიარქო კულუარულად ჩაერია. პირდაპირ ტელევიზიაში კი არ დარეკეს, არამედ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მეშვეობით მიაღწიეს მის გამოძევებას გადაცემიდან. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციის მსგავსად, ჰომოსექსუალობა მხოლოდ ღმერთის საწინააღმდეგო ქცევა კი არაა, არამედ ერის მტრობასაც ნიშნავს. “ერისა და სახელმწიფოს მტრებით” კი უშიშროება უნდა დაკავდეს და იგივე მეთოდები გამოიყენოს, რასაც ჩეკა იყენებდა. იგივე პოზიცია აქვს ეკლესიას არამართლმადიდებელთა მიმართაც. ამდენად მე ვფიქრობ, აქ საუბარია არა მხოლოდ საჯარო სივრცეში გამოჩენა/არგამოჩენაზე, არამედ თვითონ არსებობაზე. მეორე მხრივ, ჰომოფობიის თვალსაზრისით საქართველო გამონაკლისი არაა და ჰომოსექსუალთა მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ბევრ ქვეყანაში შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ ინტერვიუში (მაშინ სასულიერო პირი ვიყავი) ვთქვი, რომ ჰომოსექსუალთა უფლებების პირველი დამცველი, როგორც დევნილი და მარგინალიზებული უმცირესობისა უნდა იყვნენ ქრისტიანები. სწორედ ეკლესია უნდა იცავდეს მათ პოლიტიკური რადიკალებისა და საზოგადოების აგრესიულად განწყობილი ნაწილისაგან.

ესაუბრა ეკა აღდგომელაშვილი

5 Responses to ეკლესია, ადამიანის უფლებები და ჰომოსექსუალობა

  1. ცინიკოსი says:

    გთხოვთ, შემდეგში ისე გამოთქვათ თქვენი, თუნდაც განსხვავებული აზრი, რომ ოჯახში ნასწავლი ზრდილობის ფარგლებს არ გადასცდეთ.
    პატივისცემით, ადმინისტრაცია

  2. 666 says:

    თუ მღვდელი ამბობს პედარასტიაზე, მაშინ თავს ძალა დაატანოს, სტანდარტული რელიგიური შეგონების ან ლიბერალური შემწყნარებლობის შაბლონის გარდა კიდე თქვას რამე. არა, სუ ფეხებზე მკიდია, როგორ გაიგებთ ჩემს ნათქვამს. გამოვლენ პედარასტები თბილისის ქუჩებში და ტრაკს არ დააყენებენ? საკუთარი დედის ნაწლავში ვაცურავებთ მაგათ. ყველა როგორ გამოსირდა. და არ გეზრდებათ სახლში, ან მამის საფლავს არაფრად აგდებთ? ღირსება არაფერსღა ნიშნავს? ერთია მამათმავლობა, როგორც მედიცინის სფერო. მეორე-პედარასტების ტრაკის ბუინი ქალაქებში. მიშელ ფუკო, მეოცე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი იყო პედარასტი. კაცი ალალად განიცდიდა და თავისი სქესობრივი დერივაცია საქვეყნო ყიჟინად არ უქცევია. რა ბოზი ქალის ტუტუცი თვალი და რა კაცის ლეშში ჩაკერილი მდედრი. კითხეთ კობახიძეს, ნაზარეველი რაბი დაგეთანხმებოდა შენა? მახვილის უფალი, ცაბაოთი რას იტყოდა მაგ განსჯაზე? ეგღა არი თეოლოგბია, რომ დედაკაცებისა და მოდედაკაცო მასკულინების ამბავი გახდა გასარჩევი.მაგის გამო ემდურით ამ ჩევნს მაჩანჩალა ეკლესიას? დასამდურებელია ეგა? თუ ამ საკითხს უდგებით, როგორც მეცნიერნი, მაშინ მეტი ითქვას.ეგ რაღააა ტრადიციული ფასეულობები ჩიჩქნოთ ჰომოფობიის მოსაყივნებლად. ღირსება მეტია, ვიდრე ადამიანის უფლება, ვიდრე სიცოცხლე და ეგეთები. კაცო, მამაო ბასილ, რწმენა მეტი არაა, ვიდრე რომელიმე საცოდავი ანტროფომორფის უფლება? სადაა ნაზარეველი,სადაა მაგისი წყალწყალა რჯული. რითი შეეწია ნაზარეველის ჯვარცმა ადამიანის ბუნებას, ეგ ვიკითხოთ ჩვენა.ამდენი დრო გავიდა და აგე, მის მღვდლებს პირში სიტყვა დალევიათ, ლიბერობენ და ადამიანის უფლებებზე გვარიგებენ.

  3. ლიშთოთა says:

    “სადაა ნაზარეველი”
    საცოდავ ანთროპომორფად მიიჩნიეს და გაისტუმრეს გაღმა, რწმენა უფრო მეტიაო

  4. Iveria says:

    ჰომოფობიას არ მივესალმები,მაგრამ არც ის უნდა იწვევდეს გაოცებას-ეკლესია რომ პედერასტიას მიუღებლად თვლის.მეორე საკითხია,თავად ეკლესიის წიაღში რამდენი მამათმავალია.

    ჩემთვის პირადად პედერასტიაზე მიუღებელი ფარისევლობაა-ამასწინათ ერთმა ცნობილმა მსახიობმა-მამათმავალმა სააკაშვილის მწარე კრიტიკის დროს (რაც თავისთავად ნორმალური მოვლენაა) ბრძანა-სააკაშვილი სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს ფეხქვეშ თელავსო.

    ჰმ,კეთილი,მაგრამ ამას ვინ ამბობს-ხომ აქვს მნიშვნელობა?!
    აი ის პედერასტი მსახიობი ჩემთვის ყველაზე უფრო მიუღებელი ტიპაჟია-კლასიკური ფარისეველი,რომელიც ბედავს და მორალს გვიკითხავს,მაშინ-როდესაც ამის არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია.იყოს მამათმავალი,პირადად მე არაფერს ვერჩი მსგავს ხალხს-მაგრამ საზოგადოებისთვის მორალის კითხვის თავი დაანებოს!

  5. besik bogveli says:

    raze SeiZleba saubari, rodesac araswor qcevaze (mamaTmavlobaze) adamianebis Sexedulebas, viRac Tvlis eklesiis azris meqanikurad gavrcelebuls. yvela adamians SeuZlia da ufleba aqvs gamoTqvas Tavisi azri, rodesac sakiTxi exeba uxams, momavali axalgazrdobisaTvis dabali uRirsi urTierTobebis raRac doneze gamarTlebas. risTvis alaparakebT basil kobaxiZes. ra SeiZleba ilaparako im adamianze, romelic yvela swor azrSi sapatriarqos xedavs. yvela adamians SeuZlia Tavisi cxovrebidan, gansjidan gamoTqvas Tavisi azri, es ar niSnavs, rom raRac instituti moqmedebs mis gonebaze. Tu adamiani iRebs misTvis pativsacemi, an moazrovne adamianis swor xedvas. es ar niSnavs, rom is adamiani ar aris Tavisufali. aseTi Sexeduleba damamcirebelia. rogor SeiZleba Seni problema mudmivad moaxvia sxvas. mudmivad xedavde rom yvelgan ereva sapatriarqo. an xedavde, rom yvelgan ruseTis uSiSroebaa. rogor SeiZleba am statiis mere intervius aReba basil kobaxiZesgan. es xom ewinaaRmdegeba progresul azrovnebas. aris Temebi, romelic ar unda iqces brZolis da urTierTobis garCevis saSualebad. batonebo mgoni Tqven araswor gzaze dgaxarT.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: