ფიზიკა ‘რევოლუციის’ მოლოდინში

პროექტი, რომელშიც ქართველი ფიზიკოსებიც მონაწილეობენ, დასკნით ეტაპზე გადადის. ექსპერიმენტის შედეგებმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს ფიზიკოსთა ხედვა სამყაროსადმი(!).

XX საუკუნის დასაწყისში ფიზიკაში 2 ფუნდამენტური თეორია გამოჩნდაალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომელიც აღწერს სამყაროს მაკროდონეზე და ველის კვანტური თეორია, რომელიც სამყაროს მიკროდონეზე აღსაწერად გამოიყენება. პრობლემა იმაშია, რომ ეს თეორიები არ თანხმდება ერთმანეთს. აინშტაინი წლების მანძილზე ცდილობდა, შეექმნა ერთიანი ველის თეორია, მაგრამ წარუმატებლად იმიტომ, რომ იგნორირებას უკეთებდა კვანტურ მექანიკას. 1960-იანი წლების ბოლოს კი ფიზიკაში შემუშავებულ იქნა სტანდარტული მოდელი (სმ), რომელმაც გააერთიანა ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდან სამიძლიერი, სუსტი და ელექტრომაგნიტური. თუმცა, ოთხივეს გაერთიანება ჯერჯერობით ვერ მოხდა კვანტური გრავიტაციის თეორიის შექმნის სიძნელის გამო.

clip_image003ფუნდამენტური ურთიერთობების ერთ თეორიად შემდგომი გაერთიანებისათვის იყენებენ განსხვავებულ თეორიებს, მაგრამ არცერთი მათგანია დამტკიცებული ექსპერიმენტულად. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ შესაბამისი ექსპერიმენტების ჩატარება საჭიროებს ენერგიებს, რომლის მიღებაც ვერ ხერხდებოდა დამუხტულ ნაწილაკთა თანამედროვე ამაჩქარებლებით.

ამ პრობლემის გადასაჭრელად აიგო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ენერგიამდე და უდიდესი ნაწილაკთა ამაჩქარებელი. იგი შექმნილია იმისთვის, რომ ააჩქაროს პროტონები და მძიმე იონები სინათლის სიჩქარის დაახლოებით 99.999%-ით და შეისწავლოს მათი დაჯახების შედეგად წარმოქმნილი პროდუქტები. მას ეძახიან დიდ ადრონულ (ადრონების ანუ კვარკებისაგან შედგენილი ნაწილაკების) კოლაიდერს (იგი სხივთა კონებს ურთიერთშემხვედრ მიმართულებით აჩქარებს და აჯახებს სპეციალურ ადგილებში), იგივედაკ’-.

კოლაიდერი ააშენა ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (Conseil Européen pour la Recherche Nucléaire). იგი მდებარეობს საფრანგეთშვეიცარიის საზღვარზე, ჟენევას სიახლოვეს. ამაჩქარებელი დაფინანსდა და აიგო 10000 მეცნიერისა და ინჟინერის მიერ. საიტერესოა ისიც, რომ პროექტში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი ფიზიკოსები, მათ შორის ნიუიორკის უნივერსიტეტის პროფესორი გიგა დვალიც. ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში იგი შეიძლება ნობელის ლაურიატი გახდეს, რაც ქართველი ფიზიკოსის უდიდესი აღიარება იქნება.

თავად ცდის შესაძლო შედეგი შთამბეჭდავად ჟღერს. ამ ამაჩქარებელმა შეიძლება ექსპერიმენტულად დაადასტუროს სხვა განზომილებების არსებობა, რაც ფიზიკის თავდაყირა დაყენების, ამ სფეროში ახალირევოლუციისტოლფასია.

მშენებლობის ისტორია და ტექნიკური მახასიათებლები

დაკის პროექტის იდეა დაიბადა 1984წელს და ოფიციალურად იქნა მიღებული ათეულობით წლების შემდეგ. ეს მშენებლობა დაიწყო 2001 წელს. ამაჩქარებელში განზრახულია დაჯახება პროტონების ენერგიებით 14 ТэВ (14 ტერაელექტრონვოლტი). დაკ იქნება მსოფლიოში ელემენტარულ ნაწილაკთა ყველაზე მაღალენერგიული ამაჩქარებელი, რომელიც ენერგიებით უსწრებს თავის ახლო კონკურენტებს.

clip_image002ამაჩქარებელი განლაგებულია იმავე გვირაბში, სადაც მანამდე მოქმედებდა დიდი ელექტრონულპოზიტრონული კოლაიდერი. გვირაბი, გარშემოწერილობით 26,7 კმ, განთავსებულია მიწის ქვეშ 100 მეტრის სიღრმეზე.Pპროტონული კონების დაკავებისა და კორექციისათვის გამოიყენება 1624 ზეგამტარული მაგნიტი, რომელთა საერთო სიგრძე აღემატება 22 კილომეტრს. მაგნიტები იმუშავებს 1,9 K (−271 °) ტემპერატურაზე.

2008 წლის 11 აგვისტოს წარმატებით განხორციელდა წინასწარი გამოცდის პირველი ნაწილი. დამუხტული ნაწილაკების კონამ გამოცდისას გაიარა 3 კმზე მეტი დაკის ერთერთ რგოლში. გამოცდის შედეგებმა შესაძლებელი გახადა სისტემის მუშაობის ოპტიმიზაცია.

24 აგვისტოს ჩატარდა გამოცდის მეორე ეტაპი. აქ მოხდა პროტონების გაშვება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. 19 სექტემბერს მაგნიტური სისტემის გაშვებისას მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც დაკ მწყობრიდან გამოვიდა. ზეგამტარულ მაგნიტებს შორის ერთერთი ელექტრული კონტაქტი გადნა დენის ძალის გადიდების შედეგად წარმოქმნილი ელექტრული ნაპერწკლით, რომელმაც ჰელიუმის გაცივების <!–more–>სისტემის იზოლაცია დაარღვია, რამაც გამოიწვია 6 ტონა თხევადი ჰელიუმის გადმოღვრა გვირაბში და შედეგად ტემპერატურის მკვეთრი მატება. 23 სექტემბერს CERN ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკ სამუშაოს განაახლებს 2009 წლის გაზაფხულზე. გამოცდის მომდევნო ეტაპზე მოხდება კონების ერთდროული გაშვება ერთმანეთის შესახვედრად, რომ დააკვირდნენ მათპირდაპირშეჯახებას.

დაკზე იმუშავებს ექვსი დეტექტორი: ALICE, ATLAS, CMS, LHCb, TOTEM და LHCf. დეტექტორები ATLAS და CMS განკუთვნილია ჰიგსის ბოზონისა (შოტლანდიელი ფიზიკოსის პიტერ ჰიგსის ნაწინასწარმეტყველები ელემენტარული ნაწილაკი) დაარასტანდარტული ფიზიკისმოსაძებნად, ნაწილობრივ ბნელი მატერიის; ALICE კვარკგლუონური პლაზმის შესასწავლად ტყვიის მძიმე იონების შეჯახების პროცესში; LHCb კვარკების საკვლევად, რომელიც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავარკვიოთ განსხვავება მატერიასა და ანტიმატერიას შორის; TOTEM დაუჯახებელი ნაწილაკების შესასწავლად, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტად გაიზომოს პროტონების ზომები, ასევე, განხორციელდეს კოლაიდერის განათებულობის კონტროლი და ბოლოს, LHCf კოსმოსური სხივების საკვლევად, რომლებიც მოდელირებულია ასევე დაუჯახებელი ნაწილაკების საშუალებით.

არაკონტროლირებადი ფიზიკური პროცესები

ზოგიერთი სპეციალისტი და საზოგადოების წარმომადგენელი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არსებობს ნულისაგან განსხვავებული ალბათობა იმისა, რომ კოლაიდერში ჩატარებული ექსპერიმენტების დროს შეიძლება შეიქმნას უკონტროლო სიტუაცია, კერძოდ, მოხდეს ჯაჭვური რეაქციის განვითარება, რომელმაც განსაზღვრულ პირობებში თეორიულად შეიძლება გაანადგუროს მთელი პლანეტა. ‘New Scientistინფორმაციით, ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ ამ ექსპერიმანტმა შეიძლება ასევე დროის მანქანის შექმნამდე მიგვიყვანოს. ისინი თვლიან, რომ პროტონულმა შეჯახებამ შეიძლება წარმოქმნას სივრცულდროითიდამახინჯებებიდა დროში მოგზაურობის შესაძლებლობა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს თეორიული შესაძლებლობები განხილულ იქნა CERN ის სპეციალური ჯგუფის მიერ, რომლებმაც მსგავსი ეჭვები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

9 Responses to ფიზიკა ‘რევოლუციის’ მოლოდინში

  1. Pink Panthere says:

    ფიზიკაში დიდად არაფერი გამეგება, მაგრამ ამ პოსტში რაც წავიკითე ძალიან საინტერესოა !

  2. levanivot says:

    ესაა პროექტი, რომლის გამოც გია დვალმა შეიძლება ნობელის პრემია აიგოს. ეს ძაან პრაქტიკული “მოგება”, მაგრამ ისე ზოგადად შეიძლება ისეთი რაგაცეები დაამტკიცონ ექსპერიმენტებით ამ ამაჩქარებლით როგორიცაა შავი ხვრელები, რომლებიც შთანთქავენ სხვადასხვა პლანეტარულ ელემენტებს (პლანეტებს, ვარსკვლავებსაც კი და სხვა), ასევე სხვა განზომილებების არსებობა. მოკლედ, საინტერესო გაზაფხული გველის:)))) თუმცა, შეიძლება ვერაფერიც ვერ დაამტკიცონ და სულაც ჩაფლავდეს პროექტი:)

  3. kid says:

    გია დვალი ამ პროექტის მხოლოდ ერთი პატარა დეტალია და გია დვალისთვის ეს პროექტი არავის გაუკეთებია

    უბრალოდ შეიძლება იხეიროს დვალმაც. . .

  4. balaxa says:

    კარგია ამ თემებზე რომ წერს ხალხი. მომწონს ძალიან. გამიხარდა. ცოტა ზღაპრულად არის გადმოცემული ყოველივე მაგრამ ხალხმა რომ გაიგოს რაღაც, ამისათვის კარგია. მივესალმები…

  5. nata says:

    auu ra zan magari statiaa, paraleluri samkaroebis arseboba tu damtkicdeba warmoidgine ra moxdeba. ase male chaatareben am experiments, gazapxulzeoooo, neta ra moxdeba.

  6. tikuna says:

    dzaaliann sainteresoo iyo : ) amase vapireb prezentaciis gaketebas :* : 0

  7. nini says:

    dzalian saintereso statia=]

  8. javoline says:

    საინტერესოა : ) მაგრამ პარალელური სამყაროების მაინც არ მჯერა და მაგაში ვეთანხმები ალბერტ აინშტაინს : )

  9. tu xigsis bozoni ver agmoachines da jerjerobit yvelaferi amisken midis mashin standartul teorias didi problemebi sheeqmneba sheudzlebeli iqneba am teoriis farglebshi elementaruli nacilakebis masata speqtris dadgena, tumca arsebobs sxva teoriac romelic ar iyenebs xigsis meqanizms e.c. teqnoferis teoria

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: