კულტურული იმპერატივები

გლობალიზაციის კულტურულ საფრთხეებთან ერთად, მკვლევარები ბევრს საუბრობენ კულტურული სტანდარტების ღრმა და იმპლიციტურ მნიშვნელობებზე. მსოფლიო ურთიერთდამოკიდებულების ქსელის მზარდი აღმავლობა ყოვედღიურ ურთიერთობების ფორმებზე, შეიძლება ითქვას, რომ რამდენადმე ზანტად მოქმედებს. ამის საილუსტრაციოდ კულტუროლოგებს მოჰყავთ თვალშისაცემი და მკაფიო განსხვავები მსოფლიო ერების ქცევებსა და შეხედულებებს შორის. სახეზეა ერთგვარი დიქოტომია:

ამერიკული თვისებები_სხვების შეხედულება:

დემოკრატია და თანასწორობა_არ არსებობს; ყველა შემთხვევაში არაპრაქტიკულია (აზიელები)
კონკურენცია_აგრესიულობა (ფრანგები)
სწრაფი გადაწყვეტილებები_ნაჩქარევია (იაპონელები, ჩინელები)
რეკლამები და პრომოუშენი_ზედმეტია (გერმანელები, ფინელები)
გულწრფელობა, პირდაპირობა_უხეშობა (იაპონელები, ფრანგები)
ოპტიმიზმი_რეალიზმის ნაკლებობა (სკანდინავიელები)
ქარიზმა_საეჭვოა (გერმანელები, ჰოლანდიელები)
ცვლილება და გაუმჯობესება _ არ იცავენ სტატუს-კვოს (საუდის არაბეთი)
შედეგზე ორიენტირებულობა_ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებობა (იტალიელები, აზიელები)
თვითდაჯერებულობა_ამპარტავნება (სამხრეთ ამერიკელები, არაბები )
არაფორმალურობა, მომღიმარის სახე _პატივისცემისა და გულწრფელობის ნაკლებობა (გერმანელები, ფრანგები)
მომავალზე ორიენტირებულობა_ტრადიციის ნაკლებობა (ჩინელები)
დემოკრატიისა და თავისუფალი ვაჭრობის დაცვა_აშშ-ს ინტერესების დაცვა (რუსები, არაბები)

გერმანული თვისებები_სხვების შეხედულება:

ცხოვრება არაა მარტივი_ძალიან ართულებენ საგნებს
სიმართლე ყოველთვის სიმართლეა, რატომ ვითვალთმაქცოთ?_უტაქტოები არიან
საქმიან შეხვედრებზე უხონჯობაში დროს არ ვხარჯავთ_იუმორის გრძნობა არ აქვთ
ჩვენ გვინდა, რომ ვფლობდეთ ყველა ფაქტს_მათი გამოსვლები არის ძალიან ხანგრძლივი და მოსაწყენი
ფორმალობა და ‘გვარებით’ მიმართვა პატივისცემის ნიშანია_ზედმეტად ფორმალურები არიან
ჩვენ ვცდილობთ დაგეხმაროთ განვითარებაში. ჩვენ ვართ პერფექციონისტები_მათ უყვართ კრიტიკა და საყვედური

2 Responses to კულტურული იმპერატივები

  1. Cart veli says:

    აქეთაც ჩამოვიხედოთ

    განვითარებული ქვეყნები – საქართველო

    წესიერება- ბოთეობა
    უზრდელობა- გულწრფელობა, ვაჟკაცობა
    ი ნსტრუქციის წაკითხვის აუცილებლობა- არიფობა
    ავტო სიგნალი გაფრთხილებაა- ავტოსიგნალი მათრახია
    ჩემი ხაზის გარდა გზა სხვისია- ჩემი საჭის წინ გზა ჩემია
    არჩევნები არჩევნებია- არჩევნები აქციაა
    გარეთ სისუფთავე ნორმაა- გარეთ სისუფთავე, მერე მე რაა?
    საერთო ჩემია- საერთო სხვისია

    http://cartveli.blogspot.com/

  2. ლიშთოთა says:

    lol, ეგრეა ეგრე ქართველო…

    ჰმ, სკანდინავიელების დამოკიდებულებაც მომეწონა ოპტიმიზმისადმი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: