ახალი ინდივიდუალური მასმედია

ქვემოთ მოცემულია ავტორიზებული ტექსტი მანუელ კასტელსის გამოსვლიდან სემინარზე ”მედია:მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის”,რომელიც გაიმართა მსოფლიო პოლიტიკური ფორუმისა და ვენეტოს პროვინციის ორგანიზებით 2006 წლის 23-24 ივნისს იტალიაში.

ინფორმაცია და კომუნიკაცია ყოველთვის განსაზღვრავდა მთავრობის,ოპოზიიცისა და წინააღმდეგობრივი ძალების მიმართულებებს,სოციალური ცვლილებების ხასიათს.ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის აზროვნების მოდელირებით შეუძლია ჩამოაყალიბოს საზოგადოება და ასევე,ეს უკანასკნელიც მხოლოდ საკუთარი აზროვნების წესის შეცვლით ტრანსფორმირდება.
ფიზიკური და ინტელექტუალური დათრგუნვა ხელისუფლების ქმედების უმთავრესი კომპონენტია ,მაგრამ თუ ხალხის მსოფლმხედველობა რადიკალურად შეიცვლება ანუ ახლებულად მოხდება საკუთარი თავის გააზრება,მაშინ არ არსებობს ბუნებაში მმართველობა,რომელიც შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას.ფიზიკური წამება გაცილებით უფრო ნაკლებეფექტურია,ვიდრე აზროვნების მოდელირება.ამიტომაც კომუნიკაცია ნებისმიერი ხელისუფლების საფუძველთა საფუძველია.
თანამედროვე საზოგადოებაში პოლიტიკა ღებულობს ”მედიატორულ” განზომილებას.თავად პოლიტიკური სისტემა და მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან სამოქმედო არენას მასმედიისთვის,რომელიც მას ჰპირდება სამოქალაქო მხარდაჭერის მოპოვებას ან ,სულ მცირე, მოსახლეობის ოპოზიციური განწყობის შერბილებას.ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მედიას აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები და მისი გავლენა მთლიანად განსაზღვრავს საზოგადოებრივ აზრს.კვლევებმა დაადასტურა,რომ აუდიტორია არის აქტიური და არა პასიური ელემენტი.
თუმცა მასმედიის შიგნით არსებობს სისტემები,რომლებიც მას საშუალებას აძ-
ლევს გააკონტროლოს საზოგადოებაზე ზემოქმედების ზომები.მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხომ ,უპირველეს ყოვლისა,კომერციული ორგანიზაციებია,რომლებიც მოგების მიღების იმპერატივს ექვემდებარებიან.მათ სურთ შექმნან საკუთარი მომხმარებელი და გააფართოონ გავრცელების ზონა.უმრავლეს შემთხვევებში,ისინი არიან განსხვავებულები,კონკურენტულები და ცდილობენ ფლობდნენ არა ნაკლებ ნდობის კრედიტს თავიანთ ოპონენტებთან შედარებით.
მიუხედავად ამისა,აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი ორ ტენდენციას.უპირველესად,ესაა საომარი,იდეოლოგიზირებული ,პოლიტიკური ბრძოლების ინსტრუმენტად ქცეული ჟურნალისტიკის გამოჩენა.მაგრამ დღესდღეობით რადიკალიზმი და იდეოლოგიური ანგაჟირებულობა მოგების ამოღების საშუალებაა.გავიხსენოთ:აშშ-ს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ტელეკომპანია ”ფოქს ნიუსმა” (რუპერტ მერდოკის News corporation-ის ფილიალი) უამრავი კონსერვატორი ამერიკელის გული მოიგო,როდესაც 2003 წელს მხარი დაუჭირა ერაყში შეჭრას.
მეორე მხრივ,იკლებს პროფესიონალი ჟურნალისტების მათი დამქირავებლებისგან დამოუკიდებლობის ხარისხი.ამითაა განპირობებული რთული მედია-მანიპულაციები.ახლახანს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევა,რომლის მიხედვითაც 2004 წელს ამერიკის მოსახლეობის 40 % დარწმუნებული იყო,რომ სადამ ჰუსეინი და ”ალ ქაიდა ” მოკავშირეები იყვნენ და ერაყი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს(1).მაშინ როდესაც,დაახლოებით ერთი წლის წინ უკვე წარმოადგინეს საწინააღმდეგოს დამამტკიცებელი არგუმენტები.
თუმცაღა ეს ყველაფერი აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები პოლიტიკაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენენ არა გამოქვეყნებული,არამედ გამოუქვეყნებელი ფაქტებით.მედიის საქმიანობა ემყარება რწმენას,რომ რეალობა პუბლიკის აღქმაში მნიშვნელობებს მხოლოდ იმის მეშვეობით იძენს ,რაც შუქდება. იმისათვის რომ არსებობდე პოლიტიკურ სივრცეში, უნდა არსებობდე მასმედიაში.ეს ვლინდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გამოყენებულ ენაში,რომელიც დამახასიათებელია როგორც ტელევიზიისა და რადიოსთვის,ასევე ბეჭდური პრესისა და ინტერნეტ-საიტებისთვის.მასმედია იყენებს სპეციალურ ჟარგონს,რომელიც მთლად ცალკე დიალექტი არა,მაგრამ რაღაც მასთან მიმსგავსებულია.
გამოსახულება მედიაშეტყობინების გადაცემის ყველაზე უფრო მარტივი და მოხერხებული მეთოდია.უმარტივესი ვიზუალური შეტყობინება სახეა.პოლიტიკის მედიატიზაციას,მედიის პერსონალიზაციასა და პოლიტიკის პერსონალიზაციას შორის ორგანული კავშირია;როდესაც პოლიტიკური ცხოვრება დაიყვანება ცალკეული ადამიანების კინკლაობასა და მედია-მანიპულაციებზე,პროგრამული განცხადებები კარგავენ თავიანთ როლს, რადგანაც მოქალაქეები მათ სერიოზულად არ იღებენ და არ ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას(შესაძლოა,სწორედაც იქცევიან).
პერსონალიზირებული პოლიტიკის მოჭარბება გვაფიქრებინებს,რომ იდეოლოგიური ბრძოლის ყველაზე ეფექტური ფორმა იმ ადამიანებზე თავდასხმაა,რომლებიც ამა თუ იმ ”მესიჯთან” ასოცირდებიან.ცილისწამება და ჭორები პოლიტიკის უმთავრესი ხელოვნება ხდება _ნეგატიური შეტყობინება ხომ პოზიტიურზე ხუთჯერ ეფექტურია.
აქედან გამომდინარე,პოლიტიკის მედიატიზაციასა და მის პერსონალიზაციას შორის პირდაპირი კავშირია.ამ ყველაფერს კი პოლიტიკური ლეგიტიმაციის ღრმა გლობალურ კრიზისამდე მივყავართ.
ასე რომ,პრობლემა მდგომარეობს ლეგიტიმურობის კრიზისში.მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ადამიანები არ ენდობიან ხელისუფლებას,პოლიტიკურ წარმომადგენლებსა და პარტიებს,ისინი მაინც თვლიან,რომ შეიძლება ზეგავლენის მოხდენა იმ პირებზე ,ვინც მათი სახელით საუბრობს.მოქალაქეები ფიქრობენ,რომ მათ საკუთარი ნებისა და საშუალებების მეოხებით შესწევთ უნარი შეცვალონ მიმდინარე პროცესები.გამორიცხული არაა,რომ მათ კომუნიკაციის სივრცეში შემოიტანონ აქამდე არარსებული სიახლე_ის,რასაც მე ვუწოდებ მასობრივ ინდივიდუალურ კომუნიკაციას(Mass Self Communication).
ტექნიკური თვალსაზრისით ინდივიდუალური კომუნიკაციის ახალი საშუალებები დაკავშირებულია ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის განვითარებასთან.სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,დღეისათვის დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი სარგებლობს ინტერნეტით,დაახლოებით ორი მილიარდი კი_მობილური ტელეფონით.ეს უკანასკნელი საშუალებას გვაძლევს კავშირი დავამყაროთ ისეთ წერტილებთან ,სადაც არც ელექტრული ენერგიაა და არც სატელოფონო სადენები.ფაქტობრივად,მოკლე დროში მოხდა კომუნიკაციის ახალი საშუალებების თავბრუდამხვევი ზრდა.ადამიანებმა დაიწყეს საკუთარი სისტემების განვითარება:SMS-ები,ბლოგები,ინტერნეტ-ტელეფონი…ფაილების გაცვლის სისტემა Peer to peer(P2P) საშუალებას გვაძლევს გადავგზავნოთ ნებისმიერი ზომის ციფრული ინფორმაცია(2).ამა წლის მაისში ინტერნეტში დარეგისტრირებული იყო 37 მილიონი ბლოგი(იანვარში ეს მაჩვენებელი 26 მილიონს უდრიდა),მათი რიცხვი ყოველ ექვს თვეში ორმაგდება…
ინტერნეტის გავრცელების პირველ ეტაპზე ქსელში დომინირებდა ინგლისური ენა.დღეისათვის ის ინარჩუნებს ლიდერობას_დაახლოებით საიტების ერთი მესამედი ინგლისურენოვანია.შემდეგ მოდიან ჩინური,იაპონური,ესპანური,რუსული,ფრანგული,პორტუგალიური და კორეული ენები…აქ მნიშვნელოვანია არა ამ ბლოგების არსებობა,არამედ ის ურთიერთკავშირები,რომლებიც მათ მთლიანი საკომუნიკაციო სივრცის მთლიანობად აქცევს.
ამგვარად,მასობრივი ინდივიდუალური კომუნიკაცია გულისხმობს ურთიერთობის ახალ სოციალურ ფორმას:იგი უდავოდ მასობრივია,მაგრამ იქმნება,მიიღება და შეიგრძნობა ინდივიდუალურად.მას იყენებენ საზოგადოებრივი მოძრაობები მთელს მსოფლიოში.ტრადიციული მასმედიაც ცდილობს აღნიშნულ სექტორში გამაგრებას და საკუთარი ფინანსების გამოყენებით თავის გარშემო ქმნის ბლოგების მაქსიმალურ შესაძლებელ რაოდენობას.თუმცა ეს არ უშლის ხელს საზოგადოებრივ მოძრაობებსა და ცალკეულ ”მეამბოხეებს”:კომუნიკაციის ახალი ტიპის მეშვეობით ისინი ზემოქმედებენ სერიოზულ მასმედიაზე,უარყოფენ ან ქმნიან გარკვეულ ინფორმაციას.
ავტონომიური კომუნიკაციური ქსელების წარმოქმნა მიმდინარეობს ტრადიციული მასმედიის ”ტერიტორიაზეც”.ქუჩის ტელეკომპანიები და ალტერნატიული რადიო-სადგურები ,როგორებიცაა: TV Orfeo ბოლონიაში,Zalea TV პარიზში,TV Riqueteros ბუენოს-აირესში,Occupen las Ondas ბარსელონაში,და ასევე ქსელში შექმნილი უამრავი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ქმნიან ინფორმაციის ახალ სისტემას.
საჭიროა,გამოიყოს ”უსწრაფესი პოლიტიკური მობილიზაციის” ფენომენი,რომელიც დაკავშირებულია მობილური ტელეფონების გამოყენებასთან და რომელმაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა.ესაა მობილიზაციის აქამდე არნახული ზვავი.იგი ინიცირებულია შეტყობინების ახალი ,”მობილურით” გადასაგზავნი ფორმებით.საკმარისია, გავიხსენოთ სამხრეთ კორეის,ფილიპინების,უკრაინის,ტაილანდის,ნეპალის,ეკვადორის,საფრანგეთისა და სხვათა მაგალითები…ხანდახან მისი ეფექტი გასაოცარია,მაგალითად,გასული წლის აპრილში,როდესაც ტაილანდში მეფე ბხუმიბოლ ადულიადემ გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი ტაკსინ შინავატრა,ან 2004 წელს ესპანეთში,როდესაც არჩევნებში მარცხი განიცადა ხოსე მარია აზნარის სახალხო პარტიამ(ხელისუფლება ცდილობდა მადრიდში მომხდარ ტერაქტში ბასკური სეპარატისტული ორგანიზაცია ”ეტას ” დადანაშაულებას,მაგრამ ხალხში ხმა დაირხა ინფორმაციული მანიპულაციის შესახებ ,ესემესების საშუალებით მოხდა მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობა იმავე დღეს,მაშინ ,როდესაც ადამიანები წესით შოკისა და მწუხარების გარდა ვერაფერს გამოხატავენ).
ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე,რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ასოცირებულნი არიან ხელისუფლებასთან,ხოლო მასობრივი ინდივიდუალური კომუნიკაციის სისტემები_ საზოგადოებრივ მოძრაობებთან.ისინი ორივე მოქმედებენ ორმაგ ტექნოლოგიურ ბაზაზე.ერთი მხრივ,ინდივიდუალური კომუნიკაციის ქსელების არსებობა და განვითარება საზოგადოებას კონტროლისა და მონაწილეობის ახალ საშუალებებს სთავაზობს.ამასთანავე,ზრდის მობილიზაციის ხარისხს იმათთვის,ვინც ტრადიციულ პოლიტიკურ სტრუქტურებში არაა ჩაბმული.
დღეისათვის,როცა ოფიციალური და დაწერილი დემოკრატია ღრმა კრიზისში იმყოფება და მოქალექეები სულ უფრო ნაკლებად ენდობიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს,ინდივიდუალური კომუნიკაციის არნახული ზრდა ქმნის ახალ პოლიტიკურ ფორმებს.ჯერჯერობით ადრეა წინასწარი პროგნოზების გაკეთება,მაგრამ ერთ რამეში შეიძლება დარწმუნებულებიც ვიყოთ:ბრძოლის დასრულება გადაწყდება კომუნიკაციის სივრცეში ახალი სახის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით.და ეს ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძველია,მისი მიზანი ყოველთვის იყო ჩვენი გონების გათავისუფლება.

(1)2003 წლის ოქტომბერში მერილენდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ამერიკელების 60 %( Fox News ის აუდიტორის 80 %) ეთანხმებოდა ერთ-ერთს მაინც შემდეგი არასწორი მტკიცებებიდან:1.ერაყში აღმოაჩინეს მასობრივი განადგურების იარაღი;2.არსებობს მტკიცებულებები სადამ ჰუსეინის რეჟიმსა და ”ალ-ქაიდას” შორის თანამშრომლობის შესახებ;3.საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს აშშ-ს შეჭრას ერაყში.(იხ.:Eric Klinenberg.“Contestation de l’ordre médiatique américain” ,Le Monde diplomatique,აპრილი,2004 წ.).
(2)P2P არის ინფორმაციული ქსელის მოდელი,რომლის ელემენტებიც(”კვანძები”) სერვერისა და კლიენტის როლებს ასრულებენ ერთდროულად.(იხ.:http://fr.wikipedia.org/wiki/P2P).
(3)იხ.:Manuel Castells,Jack Linchuan Qui,Mireia Fernandez and Arava Sey.Mobile Communication and society.A Global Perspective.Boston:MIT Press.2006.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: